სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიაკრედიტაცია“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა ბათუმში, სამედიცინო გაერთიანება ,,მედცენტრის” ჰოსპიტლებში, ტრენინგი გამართა

“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა ბათუმში, სამედიცინო გაერთიანება ,,მედცენტრის” ჰოსპიტლებში, ტრენინგი გამართა

2024 წლის 18 ივლისს ბათუმში, სამედიცინო გაერთიანება ,,მედცენტრის” ჰოსპიტლების (პუშკინის ქუჩა; ბაგრატიონის ქუჩა) – ამბულტორიის ცენტრალური რეგისტრატურის თანამშრომლებისთვის და მითერებისთვის (კორდინატორები) “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა, თათია გოჩაძემ ტრენინგი გამართა.

“აკრედიტაცია კანადის” მრჩეველმა ბათუმში, სამედიცინო გაერთიანება ,,მედცენტრის” ჰოსპიტლებში, ტრენინგი გამართა | sheniekimi.ge | შენი ექიმი
აკრედიტაცია კანადის მრჩეველი მართავს ტრენინგს

ტრენინგი შეეხებოდა საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში დასანერგ ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტანდარტს – პაციენტის ჩართულობას კლინიკების განვითარების პროცესში.

ტრენინგი ჩაუტარდათ:

დიანა კახიძეს ( რეგისტრატორი)
ნინო ნაკაშიძეს (რეგისტრატორი)
მეგი ლაზიშვილს (მითერი)

“აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით საქართველოში 20-ზე მეტი კლინიკა გადის საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს და აღნიშნულ კლინიკებში პაციენტთა ჩართულობის სტანდარტის ფარგლებში მიმდინარეობს პაციენტთა გამოკითხვა QR კოდის დასკანერების საფუძველზე; კლინიკებში იქმნება პაციენტთა საბჭოები, რომლებიც განიხილავენ პაციენტთა კმაყოფილების კვლევის შედეგებს და საკუთარ რეკომენდაციებს გადასცემენ კლინიკის ადმინისტრაციას განსახილველად.

აღნიშნული სტანდარტი საქართველოს ისტორიაში პირველად ინერგება – ინიციატივა ეკუთვნის ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტს, პროფესორ გიორგი ფხაკაძეს, რომელიც საქართველოში წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს მააკრედიტირებელ ორგანიზაციას – “აკრედიტაცია კანადას”.

აკრედიტაცია კანადის მრჩეველი კლინიკის პერსონალს უტარებს ტრენინგს პაციენტთა ჩართულობის გააქტიურების მიზნით
იმისათვის, რომ პაციენტთა ჩართულობის სისტემის პროექტი იყოს მდგრადი და შედეგიანი, “აკრედიტაცია კანადა” ატარებს ტრენინგებს პაციენტთა გამოკითხვაში ჩართვის მაქსიმალურად გასააქტიურებლად.
#accreditationge #აკრედიტაციაკანადა
#drpkhakadze #sheniekimi
#tatiagochadzeaccreditationcanada

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  "კლინიკების აკრედიტაცია მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის" - "ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის" გენერალური დირექტორი, ზაზა სოფრომაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights