შაბათი, სექტემბერი 6, 2025
მთავარიაკრედიტაცია“ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკისა" და "საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრის" პაციენტთა საბჭოების...

“ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკისა” და “საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრის” პაციენტთა საბჭოების მორიგი შეხვედრა გაიმართა – კანადური ხარისხი საქართველოში

18 ივლისს “ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკისა” და “საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრის” პაციენტთა საბჭოების მორიგი შეხვედრა გაიმართა –  სადაც განიხილეს პაციენტთა კვლევის შედეგები და იმსჯელეს პაციენტთა გამოკითხვის გააქტიურების გზებზე.

პაციენტთა საბჭოს შეკრება

პაციენტთა საბჭოს შეხვედრას დაესწრნენ საბჭოს წევრები, კლინიკის მხრიდან წარმომადგენლობა, პაციენტთა საბჭოების სამდივნოს ხელმძღვანელი იოსებ დემეტრაშვილი, “აკრედიტაცია კანადის” მრჩეველი თათია გოჩაძე.

პაციენტთა საბჭოს შეხვედრა

“ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკა” და “საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრი”  იმ კლინიკებს შორისაა, რომლებიც საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესს გადიან, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი მააკრედიტირებელი ორგანიზაციის, “აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით.

"შ.პ.ს. ჯანმრთელობის ეროვნულ ორგანიზაციაში" პაციენტთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა – კანადური ხარისხი საქართველოში | შენი ექიმი
აკრედიტაცია კანადა საქართველოში

სწორედ “აკრედიტაცია კანადის” ინიციატივით, რომლის წარმომადგენელიც საქართველოში პროფესორი გიორგი ფხაკაძე გახლავთ,
საქართველოს აღნიშნულ კლინიკებში ინერგება უმნიშვნელოვანესი ჯანდაცვის სტანდარტები და მათგან ერთ-ერთია პაციენტთა ჩართულობა კლინიკის განვითარების პროცესებში.

პაციენტთა ჩართულობა მოიცავს პაციენტთა კმაყოფილების კვლევას და პაციენტთა საბჭოების დანერგვას, რომლებმაც უნდა განიხილონ აღნიშნული კვლევის შედეგები და მიაწოდონ საკუთარი რეკომენდაციები კლინიკას განსახილველად.

რაც შეეხება პაციენტთა კმაყოფილების კვლევას, ყველა აღნიშნულ კლინიკაში უკვე დაწყებულია გამოკითხვა, თითოეულ კლინიკას გააჩნია უნიკალური QR კოდი, რომელიც განთავსებულია კლინიკებში, მათ სოც.ქსელში, ვებგვერდზე და ამასთან ერთად პლათფორმა “შენი ექიმზეც”.

კითხვარის შესავსებად გადადით ბმულზე:

https://www.surveymonkey.com/r/kutaisidial

ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო კლინიკის QR კოდი

https://www.surveymonkey.com/r/saojakhomedcentri

საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრი

აღნიშნული QR კოდის დასკანერებით პაციენტებს და მათ ოჯახის წევრებს შესაძლებლობა აქვთ გადავიდნენ გამოკითხვაზე, შეავსონ კითხვარი და დააფიქსირონ საკუთარი აზრი ამა თუ იმ კლინიკაში მიღებული ჯანდაცვის მომსახურების ხარისხთან დაკავშირებით.

პაციენტთა საბჭოები ყოველთვიურად, რეგულარულად განიხილავენ გამოკითხვის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების თუ გამოწვევების გზებს და რეკომენდაციებს გადასცემენ კლინიკის ადმინისტრაციას განსახილველად.
პაციენტთა ჩართულობა საქართველოს ისტორიაში არის პირველი. პირველად ხდება ეს პროცესი და უმნიშვნელოვანესია ჯანდაცვის ხარისხის გასაუმჯობესებლად. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სტანდარტი ინერგება აკრედიტაცია კანადის ჩართულობით.

#accreditationge #აკრედიტაციაკანადა

#drpkhakadze #sheniekimi

#tatiagochadzeaccreditationcanada

#iosebdemetrashviliaccreditationcanada

author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  საქართველოს და სენეგალის საზოგადოებრივი ჯანდაცვის მედიაჰოლდინგები თანამშრომლობას იწყებენ - პროფესორ გიორგი ფხაკაძის ინიციატივა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights