სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმის შედეგების გაანალიზება და და რეფორმის წინაშე მდგარი გამოწვევები

ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმის შედეგების გაანალიზება და და რეფორმის წინაშე მდგარი გამოწვევები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმასთან დაკავშირებით, გასვლითი შეხვედრა ამჯერად ბორჯომში გამართა. შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთისა და შიდა ქართლის რეგიონის კლინიკების წარმომადგენლები იყვნენ მოწვეული.

შეხვედრაში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრებთან ერთად, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია მონაწილეობდნენ.

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლითი შეხვედრების ეს ციკლი, რომელსაც კომიტეტი უკვე რამდენიმე თვეა საქართველოს სხვადასხვა მხარეში ატარებს, ჰოსპიტალური სერვისების დაფინანსების რეფორმის შედეგების გაანალიზებას და და რეფორმის წინაშე მდგარ გამოწვევებზე მსჯელობას ეთმობა.

შეხვედრაზე კანონმდებლებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კლინიკების პასუხისმგებელ პირებს მოუსმინეს და რეფორმასთან დაკავშირებით მათ კითხვებს უპასუხეს, ასევე გაიმართა დისკუსია დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების (DRG) დაფინანსების მოდელის დადებით და უარყოფით მხარეებზე, შემოთავაზებული მოდელის გაუმჯობესებისათვის გადასადგმელ შემდგომ ნაბიჯებზე.

ღონისძიება პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ, ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტის – „ძლიერი საპარლამენტო ინსტიტუციები საქართველოში“ მხარდაჭერით, გაიმართა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  სააფთიაქო ნარკომანია - რამდენიმე აფთიაქი ფსიქოტროპულ მედიკამენტებს რეცეპტის გარეშე ყიდდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights