ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
მთავარიშენი ექიმიროგორ უნდა ვიკვებოთ არტერიული ჰიპერტენზიის დროს...

როგორ უნდა ვიკვებოთ არტერიული ჰიპერტენზიის დროს…

როგორ უნდა ვიკვებოთ არტერიული ჰიპერტენზიის დროს…

გადაცემაში „პირადი ექიმი“ დირექტორი მარი მალაზონია საუბრობს:

„ჩვენ არტერიულ ჰიპერტენზიას თუ ვმართავთ, ამით ავტომატურად გულს, თავის ტვინს, თირკმელსა და ნებისმიერ სხვა ორგანოს დავიცავთ. თირკმლის დასაცავად კვების ისეთი მოდელი უნდა ავირჩიოთ, რომელიც არტერიული ჰიპერტენზიის შესაჩერებლად არის ჩაფიქრებული.კვების მოდელში ყველა ის პროდუქტია გათვალისწინებული, რომლებსაც ბალანსირებისას, წონასწორობის შენარჩუნებისას ვიყენებთ.

სულ 5 საფეხური უნდა გავითვალისწინოთ.

პირველი საფეხური მარილი და ნატრიუმია – ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხური. განსაკუთრებით მაშინ, როცა თირკმელს უკვე დადასტურებული პრობლემა აქვს. მიუხედავად იმისა, რომ სუფრის მარილი, ნატრიუმის ქლორიდი, ნატრიუმის შემცველობას გულისხმობს, ნატრიუმის შესახებ ინფორმაციას ცალკე გამოვყოფთ. კვების რაციონში არა უბრალოდ სუფრის მარილის გადათვლა გვჭირდება, არამედ, საკუთრივ, ნატრიუმის შემცველობის გადათვლაც იმისათვის, რომ თირკმელი დავიცვათ. თუ ჯანმრთელი ადამიანისათვის 5-6 გრამი, ანუ 1 ჩაის კოვზი მარილი, 2300 მილიგრამი ნატრიუმი დღიურად დასაშვებია, როგორც მზა სახით, ასევე კერძების მომზადებისას გამოყენებული,თირკმლის პათოლოგიის დროს ამავეს ვერ ვიტყვით. გვჭირდება მარილის რაოდენობრივად შემცირება და სულ ცოტა ნატრიუმის 1500-1200 მილიგრამამდე შემცირებაც. ეს უმნიშვნელოვანესი რეკომენდაციაა.

მეორე საფეხური ცილოვანი კომპონენტის შერჩევა –  თირკმლის დაავადების დროს ცილა უნდა გაკონტროლდეს. სამწუხაროდ, თირკმლის პათოლოგიის ზოგი გადაწყვეტს ხოლმე, ცილოვანი კომპონენტების მიღება მთლიანად შეწყვიტოს, ეს არასწორია. ასეთ დროს ცილის რაოდენობის კონტროლი გვჭირდება, მაგრამ უპირატესობა სრულფასოვან ცილას უნდა მივანიჭოთ. მარტო რაოდენობის დათვლა კი არა, ხარისხის შეფასებაც გვჭირდება.
შეიძლება, გამოვიყენოთ, წითელი ხორცი, ფრინველის ხორცი, კვერცხი, რძის ნაწარმი, მცენარეული ცილის წყაროდ უნდა განვიხილოთ სხვადასხვა სახის თხილეული, პარკოსნები, მარცვლეულ-ბურღულეული, ისპანახის ტიპის მცენარეული პროდუქტები, რომლებიც მცენარეული ცილით მდიდარია..

მესამე საფეხურს გულის დამზოგავი კვება ჰქვია. თუ ვიყენებთ საკვებს, რომელიც გულს ზოგავს, მაშინ ავტომატურად მივირთმევთ საკვებს, რომელიც დაზოგავს თირკმელსაც. აქ ალკოჰოლის რაციონალური მოხმარება, ადვილად შეთვისებადი ნახშირწყლების რაციონალური მოხმარება, ცხიმის ოპტიმალური მოხმარება, პროცესირებული საკვების კონტროლი და ტრანსცხიმების შეზღუდვა იგულისხმება.

  რა არის რეაბილიტაცია? ვის ესაჭიროება იგი?

მეოთხე საფეხურზე საჭიროა ისეთი პროდუქტების გათვალისწინება, რომელშიც ფოსფორია. ფოსფორი ბუნებრივადაა წითელ ხორცში, ლობიოში, რძის ნაწარმში, მუქი ფერის უალკოჰოლო გაზიან სასმელებში. ყველა იმ ადამიანს, ვისაც თირკმლის პათოლოგია უკვე დადგენილი აქვს, აუცილებლად სჭირდება არა მარტო ხორცის, ყველის და მსგავსი პროდუქტების გადათვლა, არამედ აუცილებლად სჭირდებათ რძის ნაწარმის კონტროლიც, პარკოსნების კონტროლიც და ტკბილი გაზიანი სასმელების კონტროლიც.

მეხუთე საფეხური კალიუმის კონტროლია. როდესაც კალიუმის შემადგენელ პროდუქტებს ყოველდღიურ რაციონში ვიყენებთ, ეს მნიშვნელოვანია.ბანანი კალიუმით მდიდარი პროდუქტია. ასევე, კარტოფილი. ყველა მწვანეფოთლოვანი, მიწასთან ახლოს მზარდი მცენარე კალიუმით მდიდარია. მაგრამ, მათ ასე თამამად ვერ გამოვიყენებთ მაშინ, როდესაც თირკმლის პათოლოგიაზე ვსაუბრობთ. კალიუმის კონტროლი ძალიან მკაცრად გვჭირდება.

თირკმლის დაავადებების დროს არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ თირკმლის პათოლოგიებისაგან თავდაცვა სითხის ადეკვატური მოხმარებით შეიძლება.

– თირკმელში კენჭების წარმოქმნა შეიძლება, სითხის სწორი მოხმარებით თავიდან ავიცილოთ. თირკმლის დაავადებების დროს უმნიშვნელოვანესია წყლის კონტროლი.  ცხიმების სწორად შერჩევაც ძალიან მნიშვნელოვანია. მაგალითად, ზეითუნის ზეთი, ავოკადო, ზეთისხილის გამოყენება, ყურძნის წიპწის ზეთი, გოგრის ზეთი, სიმინდისა და მზესუმზირის ზეთი, სელის ზეთი, ნიგვზის ზეთი – ყველა ეს კომპონენტი ჩვენი ჯანმრთელობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია.“

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights