ხუთშაბათი, იანვარი 8, 2026
მთავარიშენი ექიმი​​ის, რომ ბავშვმა აუცილებლად უნდა ჭამოს წვნიანი, სწორი არ არის

​​ის, რომ ბავშვმა აუცილებლად უნდა ჭამოს წვნიანი, სწორი არ არის

ნევროლოგმა ბაკურ კოტეტიშვილმა ბავშვის სწორი კვების წესების შესახებ ისაუბრა.

„სიტყვა „რეჟიმი“ ხშირად გაგებულია მკაცრად დეტერმინირებულ ფორმად. არავითარ შემთხვევაში! რეჟიმით კვება ნიშნავს ბავშვის ბიოლოგიური რიტმის ცოდნას. ბავშვმა ცხრაზე, თორმეტსა და სამზე კი არ უნდა ჭამოს, არამედ მისი ბიოლოგიური რიტმის მიხედვით. ამ ბიოლოგიურ რიტმს მისი ტვინი განაპირობებს. გადამეტებული ულუფებით კვება აბსოლუტურად დაუშვებელია. გადამეტებული ულუფის შემდეგ ირთვება ნერვული სისტემის ერთ-ერთი ნაწილი ე.წ. პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელიც გაცხარებულად მუშაობს ამ პერიოდში. ის აქტიურ ცხოვრების წესს ანელებს. მონელება არ უნდა მოხდეს სირბილის დროს. მონელება მოსვენებულ მდგომარეობაში უნდა მოხდეს. ბავშვი გადადის მოსვენებულ მდგომარეობაში და ძილიანობა ჭარბობს გაკვეთილებზე. რა თქმა უნდა, ეს სწავლის პროცესის შემაფერხებელია.

ძალიან ბევრი სტერეოტიპული უზუსტობებია. სტერეოტიპია, რომ ცხიმი ცუდია, მძიმეა და ა.შ. ცხიმის გარეშე არ არსებობს ჩვენი ჯანმრთელი ორგანიზმი. ოჯახში თევზისადმი არის ძალიან მანკიერი განწყობა. ოდითგანვე თევზი ძალიან მალფუჭებადი პროდუქტი იყო. ტექნოლოგიების წყალობით შენახვის პირობები სხვაა. არის კიდევ ერთი ტერმინი, რომელიც ყველას ყურში ჩაგვესმის ბავშვობიდან: „ფრთხილად ჭამე, ფხა არ გაგეჩხიროს.“ ეს გარკვეული შიში ბავშვში თევზის მიმართ იწვევს თევზის მიღების დაკეტვას საერთოდ. რაციონიდან ამოდის თევზეული და ეს ძალიან მანკიერი რამ არის ტვინის განვითარებისთვის.

რაც უფრო მრავალფეროვანია საკვები, ტვინის განვითარება მით უფრო სწორად მიდის. სამწუხაროდ, ესეც სტერეოტიპია, რომ ბავშვმა უნდა ჭამოს რაღაც. უნდა არის კატეგორიული ფენომენი.​ ის, რომ ბავშვმა აუცილებლად უნდა ჭამოს წვნიანი, სწორი არ არის. ბავშვმა წვნიანი უნდა ჭამოს, მაგრამ აუცილებლად არ უნდა ჭამოს,“ – ამ თემაზე ბაკურ კოტეტიშვილმა ისაუბრა.

წყარო: https://fortuna.ge

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  როგორ რეგულირდება სურსათის დანამატები საქართველოში? - გიორგი ფხაკაძე განმარტავს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights