სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიUncategorizedსითბურ დარტყმა - ვინ არიან რისკ ჯგუფებში

სითბურ დარტყმა – ვინ არიან რისკ ჯგუფებში

რა სიმპტომებით შეიძლება, გავიგოთ, რომ სითბური დაკვრა განვითარდა, ვინ არიან რისკ ჯგუფებში, რა შეიძლება, პრობლემის თავიდან ასარიდებლად გავაკეთოთ.

საუბრობს გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” დერმატო-ვენეროლოგი, მედიცინის დოქტორი ზაზა თელია:

„სითბური დაკვრის დროს ორგანიზმის გადახურება ხდება, მასში ტემპერატურა იმატებს. ეს შეიძლება ჰაერის მაღალი ტემპერატურით იყოს გამოწვეული ან მზის სხივების უშუალო ზემოქმედების შედეგად. თუ ქრონიკული დაავადების მატარებელია, მისთვის სულ მცირე პერიოდიც საკმარისია, რომ სითბური დაკვრა მიიღოს. ერთ-ერთი რისკ-ფაქტორი ჭარბი წონა, სიმსუქნეა. ასეთი პრობლემის მქონე ადამიანს, შესაძლოა, სითბური დაკვრა ძალიან სწრაფად დაემართოს. ჭარბწონიანი ადამიანების მეტაბოლიზმი შენელებულია, შემცირებულია სითბოს გაცემაც.

სითბური დაკვრის სიმპტომებია:

  • დაღლილობა
  • თავბრუსხვევა
  • თავის ტკივილი
  • ავად ყოფნის შეგრძნება
  • ძლიერი ოფლიანობა
  • ხელების, ფეხების ან კუჭის არეში სპაზმი ან კრუნჩხვები
  • გახშირებული სუნთქვა ან გულისცემა
  • სხეულის მაღალი ტემპერატურა
  • წყურვილის შეგრძნება
  • სისუსტე

საგანგაშო ნიშნები, რა დროსაც სასწრაფო დახმარება უნდა გამოიძახოთ:

  • სხეულის ტემპერატურა თუ 40 გრადუსი ან მეტია
  • ადამიანი უგონო მდგომარეობაშია
  • დახმარებიდან 30 წუთის განმავლობაში ისევ ცუდად გრძნობს თავს
  • კანი ცხელია, არ ოფლიანობს, მშრალი და წითელია
  • გული სწრაფად უცემს
  • სუნთქვა გახშირებულია ან პირიქით, გაძნელებული
  • გულყრა აღენიშნება
  • აქვს გონების დაბინდვა და კოორდინაციის დარღვევა

სითბური დაკვრის დროს რისკ ჯგუფებში შედიან:

  • ბავშვები
  • ხანდაზმულები
  • ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, რომელთაც აქვთ შაქრიანი დიაბეტი, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, არტერიული ჰიპერტენზია, ჭარბი წონა, დერმატომიოზიტი, სისტემური წითელი მგლურა, ინსულტი.

რა უნდა გავაკეთოთ პირველადი დახმარებისათვის?

  • დაუყოვნებლივ გადავადგილდეთ გრილ ადგილას
  • ყველა არასაჭირო ტანსაცმელი, მაგალითად, მოსაცმელი, წინდები გავიხადოთ
  • ცივი წყლის, სპორტული სასმელის მიღება
  • კანის გაგრილება – ცივი წლის სპრეი, ცივი საფენები
  • ტანსაცმელში გახვეული ყინულის კუბების მოთავსება იღლიის ქვეშ ან კისერზე. ყინულის პირდაპირ ყინულის კანზე მოთავსება არ შეიძლება. ამით შესაძლოა, დამწვრობა გამოვიწვიოთ.

დახმარების შემდეგ, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში ადამიანი კარგად უნდა გახდეს.

  რა სიმპტომები ახასიათებს სითბურ დარტყმას და ვინ არიან რისკჯგუფებში - რა შეიძლება, პრობლემის თავიდან ასარიდებლად გავაკეთოთ

რა შეიძლება, გავაკეთოთ პრევენციისთვის?

  • უნდა მივიღოთ დიდი რაოდენობის ცივი სასმელი, უპირატესად, წყალი
  • უნდა ვატაროთ ფერადი და თავისუფალი ტანსაცმელი, მუქი ფერის ტანსაცმელი სითბოს იზიდავს
  • მოვერიდოთ მზეზე ყოფნას 11-დან 15 საათამდე
  • მოვერიდოთ ჭარბი რაოდენობის ალკოჰოლის მიღებას
  • მოვერიდოთ სიცხეში ინტენსიურ ვარჯიშს. არ ვივარჯიშოთ მზეში, მაღალი ტემპერატურის პირობებში.
  • განსაკუთრებული ყურადღება მინდა, გავამახვილო ბავშვებზე. მაგალითად, ფეხბურთის, რაგბის შემთხვევაში, როდესაც მათ გარეთ, მოედანზე უწევთ ყოფნა, 11-დან 15 საათამდე პერიოდში არ უნდა ვავარჯიშოთ. არ შეიძლება, ბავშვმა მზის ულტრაიისფერი სხივების აქტიური დასხივების ქვეშ ივარჯიშოს. ძალიან მაღალი რისკია, რომ სითბური დაკვრა განუვითარდეს.

 

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi  #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights