სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროსაავადმყოფოს განვითარების გეგმებზე იმსჯელეს

საავადმყოფოს განვითარების გეგმებზე იმსჯელეს

ჯანდაცვის მინისტრმა ზუგდიდში რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერა. მიხეილ სარჯველაძე სამედიცინო დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობას გაეცნო, შეხვედრა გამართა კლინიკის თანამშრომლებთან და მათთან ერთად, საავადმყოფოს განვითარების გეგმებზე იმსჯელა.

მიხეილ სარჯველაძემ თანამშრომლებს კლინიკის ახალი დირექტორი წარუდგინა. რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს სერგო ფიფია უხელმძღვანელებს, რომელიც მანამდე, კლინიკაში, სამეანო გინეკოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელობდა.

ჯანდაცვის მინისტრმა რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოს, როგორც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სამედიცინო ობიექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტი, რეგიონებში, სამედიცინო სერვისების გაძლიერება და განვითარებაა, რათა ყველა მოქალაქეს, ჰქონდეს მაღალი ხარისხის, თანამედროვე, სამედიცინო სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა.

ჯანდაცვის მინისტრთან ერთად, რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი მამუკა წოწერია იმყოფებოდნენ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ადრეული დიაგნოსტიკა აუცილებლად იქნება ერთ-ერთი საკვანძო მიმართულება,რაზედაც სახელმწიფო მომდევნო პერიოდში აუცილებლად გაამახვილებს ყურადღებას“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights