სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგიპერსონალურ მონაცემთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმდჯომარემ ნინო ენდელაძემ ასოციაციას ეთიკის კოდექსი წარუდგინა

პერსონალურ მონაცემთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმდჯომარემ ნინო ენდელაძემ ასოციაციას ეთიკის კოდექსი წარუდგინა

2024 წლის 15 ივნისს გაიმართა საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციის მე-4 საერთო კრება.

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად, რომელიც ძალაშია 2024 წლის 1 მარტიდან, დღის წესრიგში დადგა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტის ჩამოყალიბება, რამაც მთელი რიგი საკითხების შემუშავება, სისტემატიზაცია მოითხოვა. ამასთან აუცილებელი გახდა საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, კერძო და საჯარო სექტორისათვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.

პერსონალურ მონაცემთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმდჯომარემ ნინო ენდელაძემ ასოციაციას ეთიკის კოდექსი წარუდგინა | sheniekimi.ge | შენი ექიმი

კრებაზე წარდგენილი იქნა ასოციაციის მიზნები, საქმიანობა და ასოციაციის ვებგვერდი. აგრეთვე ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ ნინო ენდელაძემ წარადგინა ეთიკის კოდექსის პროექტი.

პერსონალურ მონაცემთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმდჯომარემ ნინო ენდელაძემ ასოციაციას ეთიკის კოდექსი წარუდგინა | sheniekimi.ge | შენი ექიმი

შეხვედრაზე ასოციაციის კომისიებმა განიხილეს დებულებები. ასოციაცია შედგება შემდეგი კომისიებისგან:

• ეთიკის კომისია;
• ოფიცერთა უფლებების დაცვის კომისია;
• იურიდიულ საკითხთა კომისია;
• საერთაშორისო და რეგიონალური ურთიერთობების კომისია;
• პროფესიული განვითარების კომისია;
• საორგანიზაციო კომისია.

პერსონალურ მონაცემთა ასოციაციის ეთიკის კომისიის თავმდჯომარემ ნინო ენდელაძემ ასოციაციას ეთიკის კოდექსი წარუდგინა | sheniekimi.ge | შენი ექიმი

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაცია წარმოადგენს ორგანიზაციას სადაც გაწევრიანებულია 100-მდე (ასი) ოფიცერი, როგორც სხვადასხვა სექტორიდან ისე საჯარო თუ კერძო ორგანიზაციიდან. ჩვენი ასოციაცია აქტიურად ახორციელებს კანონმდებლობის დამუშავებას და ხელს უწყობს მის ინტეგრაციას როგორც ცენტრალიზებულ ისე რეგიონალურ დონეზე.
ასოციაცია ახორციელებს საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტების სათანადოდ დამუშავებას და აქტიურადაა ჩართული ამ მიმართულებით ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების გამოცდილების შესწავლაში. ამასთან ასოციაცია თანამშრომლობს რამოდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რომელთაც მრავალწლიანი პრაქტიკა აქვთ პერსონალური მონაცემების დაცვის მიმართულებით.

 

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „საქართველომ დაამარცხა კოვიდი?!“ – „თუ ასეთი კარგია ჩინური ვაქცინები, ბატონი თენგიზ ცერცვაძე...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights