ორშაბათი, იანვარი 13, 2025
მთავარიბლოგი15 ივნისს თბილისში სამედიცინო სამართლის ყოველწლიური კონგრესი გაიმართა

15 ივნისს თბილისში სამედიცინო სამართლის ყოველწლიური კონგრესი გაიმართა

2024 წლის 15 ივნისს “საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის” და “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” ორგანიზებით, ქ. თბილისში, სასტუმრო თბილისი მერიოტში, ჩატარდა „სამედიცინო სამართლის ყოველწლიური კონგრესი“, რომელიც დაეთმო სამედიცინო სამართლის პრობლემურ და მნიშვნელოვნად აქტუალურ საკითხებს.

 

15 ივნისს თბილისში სამედიცინო სამართლის ყოველწლიური კონგრესი გაიმართა | შენი ექიმი

კონგრესის ფარგლებში განხილულ იქნა შემდეგი საკითხები:

პაციენტის ავტონომიის უფლება, ექიმის საქმიანი რეპუტაციის დაცვის სტანდარტი, სამედიცინო მომსახურების გამწევის სამართლებრივი პასუხისმგებლობსი ზოგადი საკითხები, მიზეზობრივი კავშირის დადგენის პრობლემატიკა სამედიცინო დავების წარმოებისას, სამედიცინო მუშაკთა პასუხისმგებლობის დაზღვევის ასპექტები, სამედიცინო მომსახურების გაწევის თანამედროვე გამოწვევები და აშ.

15 ივნისს თბილისში სამედიცინო სამართლის ყოველწლიური კონგრესი გაიმართა | შენი ექიმი

კონგრესში სპიკერის სახით მონაწილება მიიღეს:

ირმა გელაშვილმა – სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი,  ქეთევან მესხიშვილმა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე,  ნინო მამულაშვილმა – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე – ნატალია მოწონელიძემ – სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, მეგი საჯაიამ – საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის დირექტორი, ქეთევან მჭედლიშვილი -ჰედრიხმა- საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი, გივი ჯავაშვილმა – დოქტორი, საქართველოს ბიოეთიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ნინო ლიპარტიამ – პროფესორი, სამართლის დოქტორი, სამედიცინო დავების ცენტრის დამფუძნებელი, ადვოკატი.

15 ივნისს თბილისში სამედიცინო სამართლის ყოველწლიური კონგრესი გაიმართა | შენი ექიმი

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: მოსამართლეები, ადვოკატები, მედიატორები, სამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, მედიკოსები, სამეცნიერო საზოგადოებისა და სამედიცინო კლინიკის წარმომადგენლები და აშ.

ღონისძიებას აშუქებს მედიაპლატფორმა “შენი ექიმი” და აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენს ვებგვერდზე შევქმენით პლატფორმა “შენი უფლებები”, სადაც აქტიურად ვსაუბრობთ სამედიცინო უფლებების შესახებ, რათა საზოგადოებამდე მივიტანოთ ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რაც სამედიცინო სფეროს უფლებებს უკავშირდება.

15 ივნისს თბილისში სამედიცინო სამართლის ყოველწლიური კონგრესი გაიმართა | შენი ექიმი

შეხვედრის შემდეგ ღონისძიების ორგანიზატორს,  პროფესორ ნინო ლიპარტიას ვესაუბრეთ:

15 ივნისს თბილისში სამედიცინო სამართლის ყოველწლიური კონგრესი გაიმართა | შენი ექიმი

,,საქართველოს ადვოკატები დამოუკიდებელი პროფესიისათვის’’ და,, საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია’’ წელს პირველად აწყობს სამედიცინო სამართლის ყოველწლიურ კონგრესს, რომელიც ეხება სამედიცინო სამართლის იმ მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა.

დღევანდელ ჩვენს ღონისძიებაში მონაწილეობენ მედიკოსები, ადვოკატები, სასამართლო ხელისუფლებისა და სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლები.

 თითოეული აქტორი და ამ ურთიერთობებში ჩართული პირი აღიარებს, რომ ეს წამოწყება ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რადგან ყველა ამ სექტორს დაუგროვდა ბევრი სამართლებრივი პრობლემა და აუცილებელი გახდა გაერთიანებულ ფორმატში მსჯელობა.

ამიტომ დაიგეგმა ყოველწლიური კონგრესის მასშტაბური ღონიძიების ჩატარება. დაინტერესება ძალიან დიდია, რაც ადასტურებს თემის აქტუალურობას. ამიტომ ამ ღონისძიების და მსგავსი ფორმატის შეხვედრების მოწყობას სამომავლოდაც ვგეგმავთ, რადგან როგორც უკვე გითხარით, ამ საკითებში სამუშაო საკმაოდ ბევრია.

რაც შეეხება ამ კოგრესის შინაარსს:

ღონისძიება ორ ნაწილადაა გაყოფილი-
პირველი: ეს არის სამედიცინო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობები და სამედიცინო კლინიკის პასუხისმგებლობა. თუ როდის დგება სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება როგორც პაციენტის, ასევე ექიმის მხრიდან.

 მეორე ნაწილი კი გახლავთ ინფორმირებული თანხმობა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია სამედიცინო ურთიერთობაში.

პრაქტიკულად, ყველა სამედიცინო ჩარევის განხორციელების წინ ექიმი ვალდებულია, მოიპოვოს ინფორმირებული თანხმობა. სწორედ ეს საკითხია დღეს ძალიან დიდი პრობლემა, რადგან ჯეროვანი ინფორმირებული თანხმობის არარსებობის პირობებში დგება სასამართლო გადაწყვეტილებები.

რაც შეეხება თქვენს ვებგვერდზე პლატფორმის “შენი უფლებები” შექმნას, მივესალმები, რადგან დღეს პაციენტთა ცნობიერების ამაღლება ყველაზე მნიშვნელოვანია.

ერთია, რა წერია კანონმდებლობაში, მეორეა სამართლებრივი რეგულირება და სასამართლო პრაქტიკა.
მესამე- ყველაზე აქტუალურია, რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება აღნიშნულის შესახებ.

თუ პაციენტებს არ ექნებათ ინფორმაცია, ვერ შეძლებენ საკუთარი უფლებების დაცვას. ასეთ შემთხვევებში განსაკუთრებით დღის წესრიგში დგას სამოქალაქო საზოგადოების ინფორმირება სხვადასხვა ტრენინგით თუ სემინარით, რომელსაც ჩვენ ვმართავთ და მომავალშიც ვგეგმავთ.

ერთი ნაწილი ამას აქტიურად ვახორციელებთ, ვმუშაობთ სასამართლო კორპუსთან ერთად, რომელიც ჩვენი დიდი მხარდამჭერია.

ღონისძიება ორგანიზებულია ადვოკათთა კორპუსის მიერ. გვერდით გვიდგას საქართველოს სასამართლო კორპუსი, ასევე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. მიმაჩნია, რომ მათი ჩართულობის გარეშე, იმ სამართლებრივი პრობლემების მოგვარება, რომელიც ჩვენს სფეროშია შეუძლებელია.

სამედიცინო უნივერსიტეტმაც გამოხატა საკითხის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა და მომავალი წლიდან გეგმავს მსგავსი საკითხების საუნივერსიტეტო სწავლებაში ჩაშვებას.” 

კონგრესის სპიკერები:

15 ივნისს თბილისში სამედიცინო სამართლის ყოველწლიური კონგრესი გაიმართა | შენი ექიმი
ირმა გელაშვილი
15 ივნისს თბილისში სამედიცინო სამართლის ყოველწლიური კონგრესი გაიმართა | შენი ექიმი
ნატალია მოწონელიძე
15 ივნისს თბილისში სამედიცინო სამართლის ყოველწლიური კონგრესი გაიმართა | შენი ექიმი
ნინო მამულაშვილი
15 ივნისს თბილისში სამედიცინო სამართლის ყოველწლიური კონგრესი გაიმართა | შენი ექიმი
ქეთევან მესხიშვილი
15 ივნისს თბილისში სამედიცინო სამართლის ყოველწლიური კონგრესი გაიმართა | შენი ექიმი
ოთარ ჩოკოშვილი

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რა უნდა დალიოთ და მიირთვათ ფუკეთში

რა უნდა დალიოთ და მიირთვათ ფუკეთში

12 January, 2025
თუ თვალებში წამიერად გიბნელებათ – ის, რაც უნდა იცოდეთ

თუ თვალებში წამიერად გიბნელებათ – ის, რაც უნდა იცოდეთ

13 იანვარი 2025
2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

2025 წლის საახალწლო 6 ტრენდული დეტალი

დეკემბერი 30, 2024
საქსტატი – 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.0 პროცენტით გაიზარდა

საქსტატი – 2024 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 8.0 პროცენტით გაიზარდა

იანვარი 13, 2025
პრეზიდენტის პოსტი საპარლამენტო რესპუბლიკაში: ქვეყნის მეთაურის როლი და არჩევის წესი სხვადასხვა ქვეყანაში

პრეზიდენტის პოსტი საპარლამენტო რესპუბლიკაში: ქვეყნის მეთაურის როლი და არჩევის წესი სხვადასხვა ქვეყანაში

13 იანვარი 2025
Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

Financial Times მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

იანვარი 13, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

რაში გამოიყენება ღუმელის ქვედა უჯრა

იანვარი 8, 2025
შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

შარლიზ ტერონი Dior-ის სახე გახდა

იანვარი 13, 2025
ტრამპი პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება

ტრამპი პუტინთან შეხვედრისთვის ემზადება

10 იანვარი 2025
თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

თბილისი ევროპის საუკეთესო სითი ბრეიქების ჩამონათვალშია

იანვარი 8, 2025
საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

საზღვარგარეთ ქართული ბარათებით ოპერაციები გაიზარდა – რა თანხას ხარჯავენ ქართველები უცხოეთში

იანვარი 8, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights