სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიპარვოვირუსული ინფექცია - როგორ უნდა მართონ მშობლებმა

პარვოვირუსული ინფექცია – როგორ უნდა მართონ მშობლებმა

პარვოვირუსული ინფექცია – როგორ უნდა მართონ მშობლებმა სახლის პირობებში გამონაყრით მიმდინარე დაავადებები…

საუბრობს პედიატრი, თსსუ პროფესორი ნანუკა ყავლაშვილი გადაცემაში „პირადი ექიმი“:

„ბავშვებში ძალიან მსუბუქად მიმდინარე დაავადებაა. გართულებები იშვიათად გვხვდება.  ძირითადად, ტემპერატურული რეაქციითა და სახეზე გამონაყარით ვლინდება. ტანზეც ჩნდება გამონაყარი. განსაკუთრებით, ტემპერატურის დროს. ეს არის ლაქოვანი გამონაყარი, გავს წითელას. განსხვავება არის ის, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, სიცხე რომ გაივლის, გამონაყარი შეიძლება გაქრეს, ან მინელდეს და შემდგომ უკვე თავიდან გამოჩნდეს. ოჯახის პირობებში, მდგომარეობა სიმპტომურად უნდა ვმართოთ. ტემპერატურა 38 გრადუსზე მაღლა თუ აიწევს, გამოვიყენოთ სიცხის დამწევი საშუალება. გამონაყარისთვის არაფერია საჭირო. გამონაყარი ალერგიის ფონზე ჩნდება. რაიმე განსაკუთრებული დისკომფორტი არ ახასიათებს. ძირითადად, 4-5 დღის განმავლობაში გვხვდება. შემდგომ ეს გამონაყარი ნელ-ნელა ალაგდება და გაივლის.

დაავადებას უფრო მსუბუქი მიმდინარეობა ახასიათებს, მაგრამ ყველაფერი ბავშვის ორგანიზმზეა დამოკიდებული. თუ იქ რაიმე სუსტი წერტილია, შესაძლებელია, ვირუსმა დააზიანოს. მშობელმა უნდა იცოდეს, რომ თუ მაღალი ცხელება 3 დღეზე მეტხანს გრძელდება, ან ცხელებათა შორის ინტერვალი შემცირდა და ვერ აკონტროლებს სიცხის დამწევით, ან ბავშვის ზოგადი მდგომარეობა დამძიმდა, სითხეს, საკვებს ვერ იღებს, ღებინება აღენიშნება ან რაიმე უჩვეულო სიმპტომი აქვს, რა თქმა უნდა, ექიმთან კონტაქტი აუცილებელია.

პარვოვირუსული ინფექცია ორსულებისათვის საყურადღებოდ ითვლება. ისევე, როგორც ჰერპესს, ციტომეგალოვირუსს შეუძლია, ნაყოფი დააზიანოს და შემდგომი პრობლემები გამოიწვიოს. ზუსტად ასევე შეიძლება პარვოვირუსმაც იმოქმედოს. ეს ვირუსი სისხლის წითელი უჯრედების დაშლასთან არის ხოლმე დაკავშირებული და ანემია ვითარდება. ამას კი, თავის მხრივ, სხვა პრობლემები მოჰყვება.“

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ფეიხოასა და თაფლის ნაზავი ყველაზე ეფექტური სამკურნალო საშუალებაა ფარისებრი ჯირკვლისთვის
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights