ბავშვთა ნევროლოგმა ნანა ტატიშვილმა აუტიზმის 3 ნიშანზე ისაუბრა, რომელიც წლინახევრის ბავშვების მშობლებს ამ დიაგნოზის ამოცნობაში შეიძლება დაეხმაროს.
ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ნიშნიდან, რომლებითაც 18 თვემდე აუტიზმის ამოცნობა შეგვიძლია, პირველია, როცა ბავშვი თავის სახელზე არ იხედება, – თქვა ბავშვთა ნევროლოგმა, პროფესორმა ნანა ტატიშვილმა გადაცემაში “პირადი ექიმი”. მან სამი ნიშანი დაასახელა, რომლებითაც შესაძლოა, 18 თვემდე ბავშვებში აუტიზმი ამოვიცნოთ.
- ყველაზე მნიშვნელოვანი სამი ნიშნიდან, რომლებითაც 18 თვემდე აუტიზმის ამოცნობა შეგვიძლია, პირველია, როცა ბავშვი თავის სახელზე არ იხედება. 10 დაძახებიდან, მინიმუმ, 6-7-ჯერ უნდა გამოგვხედოს. მეორე ნიშანი არის ის, რომ საჩვენებელ თითს მისათითებლად არ იყენებს. მესამე ნიშანია ის, რომ ჩვენს მითითებულ თითზე თავს არ ატრიალებს და არ უყურებს.
- 14-16 ან 18 თვის ბავშვს თუ ეს 3 ნიშანი შეამჩნიეთ, აუცილებლად მიაკითხეთ ექიმს. არ დაეთანხმოთ იმ მოსაზრებას, რომ თავისით გამოსწორდება. თავისით არ გამოსწორდება. სჯობს, გადაჭარბებულად ვიმუშაოთ და შევაფასოთ, ვიდრე გამოგვეპაროს და ამ ნიშნების ამოცნობა დაგვიანდეს.
არ დაეთანხმოთ იმ მოსაზრებას, რომ თავისით გამოსწორდება. თავისით არ გამოსწორდება. სჯობს, გადაჭარბებულად ვიმუშაოთ და შევაფასოთ, ვიდრე გამოგვეპაროს და ამ ნიშნების ამოცნობა დაგვიანდეს“- ამბობს ნანა ტატიშვილი.
მასალის გამოყენების პირობები