სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„საქართველოს აქვს ვეებერთელა პოტენციალი, რისი ძირითადი ბირთვიც გახლავთ ძალიან მაღალი დონის სამედიცინო...

„საქართველოს აქვს ვეებერთელა პოტენციალი, რისი ძირითადი ბირთვიც გახლავთ ძალიან მაღალი დონის სამედიცინო პერსონალი“

საქართველოს აქვს ვეებერთელა პოტენციალი, რისი ძირითადი ბირთვიც გახლავთ ძალიან მაღალი დონის სამედიცინო პერსონალი,-აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მიუხედავად საქართველოში მკურნალობის შესაძლებლობების თვალსაზრისით არსებული სირთულეებისა, საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი გააჩნია.

„ქართველი ექიმები არიან ის ხალხი, რომელიც საკუთარი კვალიფიკაციით ტოლს არ დაუდებენ არც ერთი ქვეყნის კოლეგებს. საქართველო მართლაც გამორჩეული ქვეყანაა მათ შორის მედიცინის სფეროში უმაღლესი აკადემიური ტრადიციებით და მე მინდა ამ მაღალი ტრიბუნიდან ქედი მოვიხარო უდიდესი ქართველი მედიკოსების წინაშე და დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა მათ მიმართ.

სამწუხაროდ, მომიწევს იმის აღნიშვნაც, რომ დღეს, რბილად რომ ვთქვათ, ყველა ექიმის მიმართ თანაბარი პატივისცემით ვერ ვიქნებით განმსჭვალული და ექიმთა ერთი მცირე ნაწილის არაკვალიფიციურობას ან არაკეთილსინდისიერებას აქვს მთლიანად სექტორის რეპუტაციული დაზიანების ძალზედ დიდი ნეგატიური რესურსი. ასობით ექიმის წარმატებული მკურნალობის წარმატებული ისტორია შეიძლება ჩრდილში მოექცეს ერთის კვალიფიკაციის დეფიციტის გამო, რაც დასანანია.

ამავე მიმართულებით ჩვენ გვაქვს დაწყებული მუშაობა, რომ აღნიშნული გამოწვევები იქნეს დაძლეული, რისთვისაც აუცილებელი იქნება უმაღლესი სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესება და მასთან ერთად ზრუნვა უწყვეტი დიპლომისშემდგომი განათლების გაღრმავების მიმართულებით“.-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  თბილისში ახალი ონკოლოგიური ცენტრი გაიხსნება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights