შაბათი, ივლისი 27, 2024
მთავარისამინისტრო„საქართველოს აქვს ვეებერთელა პოტენციალი, რისი ძირითადი ბირთვიც გახლავთ ძალიან მაღალი დონის სამედიცინო...

„საქართველოს აქვს ვეებერთელა პოტენციალი, რისი ძირითადი ბირთვიც გახლავთ ძალიან მაღალი დონის სამედიცინო პერსონალი“

საქართველოს აქვს ვეებერთელა პოტენციალი, რისი ძირითადი ბირთვიც გახლავთ ძალიან მაღალი დონის სამედიცინო პერსონალი,-აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში განაცხადა.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, მიუხედავად საქართველოში მკურნალობის შესაძლებლობების თვალსაზრისით არსებული სირთულეებისა, საქართველოს ამ მიმართულებით დიდი პოტენციალი გააჩნია.

„ქართველი ექიმები არიან ის ხალხი, რომელიც საკუთარი კვალიფიკაციით ტოლს არ დაუდებენ არც ერთი ქვეყნის კოლეგებს. საქართველო მართლაც გამორჩეული ქვეყანაა მათ შორის მედიცინის სფეროში უმაღლესი აკადემიური ტრადიციებით და მე მინდა ამ მაღალი ტრიბუნიდან ქედი მოვიხარო უდიდესი ქართველი მედიკოსების წინაშე და დავადასტურო ჩემი დიდი პატივისცემა მათ მიმართ.

სამწუხაროდ, მომიწევს იმის აღნიშვნაც, რომ დღეს, რბილად რომ ვთქვათ, ყველა ექიმის მიმართ თანაბარი პატივისცემით ვერ ვიქნებით განმსჭვალული და ექიმთა ერთი მცირე ნაწილის არაკვალიფიციურობას ან არაკეთილსინდისიერებას აქვს მთლიანად სექტორის რეპუტაციული დაზიანების ძალზედ დიდი ნეგატიური რესურსი. ასობით ექიმის წარმატებული მკურნალობის წარმატებული ისტორია შეიძლება ჩრდილში მოექცეს ერთის კვალიფიკაციის დეფიციტის გამო, რაც დასანანია.

ამავე მიმართულებით ჩვენ გვაქვს დაწყებული მუშაობა, რომ აღნიშნული გამოწვევები იქნეს დაძლეული, რისთვისაც აუცილებელი იქნება უმაღლესი სამედიცინო განათლების ხარისხის გაუმჯობესება და მასთან ერთად ზრუნვა უწყვეტი დიპლომისშემდგომი განათლების გაღრმავების მიმართულებით“.-განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
გიორგი ფხაკაძე
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ათენის აკროპოლისის მონახულების სახელმძღვანელო

ათენის აკროპოლისის მონახულების სახელმძღვანელო

24 July, 2024
ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება

ირაკლი კობახიძე პარიზის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიას დაესწრება

26 ივლისი 2024
ფერების ფსიქოლოგია – როგორ მოქმედებს ინტერიერის ფერები თქვენს ფსიქიკაზე

ფერების ფსიქოლოგია – როგორ მოქმედებს ინტერიერის ფერები თქვენს ფსიქიკაზე

ივლისი 26, 2024
ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა – ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი კვლავ რუსეთია

ატმის ექსპორტი 93%-ით გაიზარდა – ძირითადი სარეალიზაციო ბაზარი კვლავ რუსეთია

ივლისი 25, 2024
გალაკტიონ ტაბიძე – ქართული პოეზიის მეფის უნიკალური ცხოვრება და შემოქმედება

გალაკტიონ ტაბიძე – ქართული პოეზიის მეფის უნიკალური ცხოვრება და შემოქმედება

26 ივლისი 2024
აჭარაში სალაშქრო ფესტივალი ჩირუხის მთიდან დაიწყო

აჭარაში სალაშქრო ფესტივალი ჩირუხის მთიდან დაიწყო

ივლისი 24, 2024
ატმისა და ვაშლატამის ექსპორტი- სტატისტიკა

ატმისა და ვაშლატამის ექსპორტი- სტატისტიკა

ივლისი 26, 2024
რატომ უჩივის ბელა ჰადიდი სპორტულ ბრენდს – Adidas

რატომ უჩივის ბელა ჰადიდი სპორტულ ბრენდს – Adidas

ივლისი 26, 2024
პარიზის ოლიმპიადა 2024-გახსნის ცერემონია მდინარე სენაზე

პარიზის ოლიმპიადა 2024-გახსნის ცერემონია მდინარე სენაზე

26 ივლისი 2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს  დასრულდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დასრულდა

ივლისი 26, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights