ორშაბათი, აპრილი 21, 2025
მთავარიშენი ექიმიმეცნიერები გვაფრთხილებენ - ტატუ არის ავთვისებიანი ლიმფომის რისკის ფაქტორი

მეცნიერები გვაფრთხილებენ – ტატუ არის ავთვისებიანი ლიმფომის რისკის ფაქტორი

ახალი კვლევით დაგინდა, რომ ტატუ არის ავთვისებიანი ლიმფომის რისკის ფაქტორი.

შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში ჩატარებული ახალი კვლევით, მკვლევარებმა გააანალიზეს 11,905 მონაწილისგან შემდგარი ჯგუფი, რათა შეესწავლათ, შეიძლება თუ არა ტატუმ გავლენა მოახდინოს ლიმფომის განვითარების რისკზე.

Tattoo artist

„სხვა შესაბამისი ფაქტორების გათვალისწინების შემდეგ, როგორიცაა მოწევა და ასაკი, აღმოვაჩინეთ, რომ ლიმფომის განვითარების რისკი 21 პროცენტით მაღალი იყო მათ შორის, ვისაც ტატუ გაუკეთეს“ – თქვა კრისტელ ნილსენმა, რომელიც კვლევას ხელმძღვანელობდა.

ამ ასოციაციის ზუსტი მექანიზმები ჯერ კიდევ საიდუმლოა, მაგრამ ნილსენმა თქვა, რომ  სავარაუდოდ, ეს დაკავშირებულია იმასთან, თუ როგორ რეაგირებს ჩვენი სხეული ტატუს მელანზე.

„ჩვენ უკვე ვიცით, რომ როდესაც ტატუს მელანი შეჰყავთ კანში, სხეული ამას აღიქვამს  როგორც რაღაც უცხოს და იმუნური სისტემა გააქტიურებულია“, – თქვა ნილსენმა. “მელნის დიდი ნაწილი ტრანსპორტირდება კანიდან მოშორებით ლიმფურ კვანძებში, სადაც დეპონირდება.”

მკვლევართა გუნდი ვარაუდობდა, რომ უფრო დიდი ტატუების მქონე ადამიანები ლიმფომის უფრო დიდი რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ, ვიდრე პატარა ტატუების მქონე. თუმცა, როგორც ჩანს, ზომას არ ჰქონდა მნიშვნელობა.

გუნდი ასევე იმედოვნებს, რომ გამოიკვლიოს, შესაძლო, თუ არა, ტატუმ გაზარდოს სხვა კიბოს და ანთებითი დაავადებების რისკი.

კვლევა ჟურნალში eClinicalMedicine. გამოქვეყნდა

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  სამედიცინო სიახლე - როგორ მოქმედებს გარემო ბავშვის მეხსიერებასა და დასწავლის უნარზე?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights