სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროთამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჯანმრთელობის მსოფლიო ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. 77-ე ასამბლეაზე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ, 2025-2028 წლებისთვის ჯანმრთელობის გლობალური პროგრამა მიიღო.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, ასამბლეის ფარგლებში, კომიტეტზე სიტყვით გამოსვლისას გაბუნიამ, განსაკუთრებული აქცენტი საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის წარმატებაზე გააკეთა. მისი განცხადებით, 10 წლის განმავლობაში პროგრამამ მოსახლეობის 90%-ზე მეტი მოიცვა, სახელმწიფოს მხრიდან, ჯანდაცვის სერვისებზე გაზრდილმა დაფინანსებამ გაზარდა მოსახლეობის დაცულობა ავადმყოფობასთან დაკავშირებული დანახარჯებისგან.

„გვსურს აღვნიშნოთ, რომ ახალი გლობალური პროგრამა კარგად განსაზღვრავს მდგრადი განვითარების მიზნების ძირითად გამოწვევებს. გარკვეული მიმართულებით მიღწეული პროგრესი მიუთითებს იმაზე, რომ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკით, ერთობლივი ქმედებებითა და ინოვაციური გადაწყვეტილებებით საკმაოდ რეალისტურია პროგრესის დაჩქარება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის , ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე რეაგირების, ადამიანის ბიომონიტორინგის, გარემოს ჯანმრთელობის და სხვა პრიორიტეტულ სფეროებში.

საქართველოს ეროვნული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები სრულად შეესაბამება გენერალურ პროგრამას. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ საქართველოს საშუალება მისცა, უზრუნველყოს ჯანდაცვის სერვისით დაფარვა მოსახლეობის 90%-ზე მეტი მოქალაქისთვის და დაიცვას ისინი ჯანმრთელობისა და ფინანსური ტვირთისგან.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის როლი სტრატეგიების დაგეგმვაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ის მიზნად ისახავს ჯანმრთელობის ხელშეწყობას, უზრუნველყოფასა და მის დაცვას.
მსურს კიდევ ერთხელ დავადასტურო, ჩვენი მხარდაჭერა და პასუხისმგებლობა სტრატეგიული ამოცანების მიღებისა და განხორციელებისადმი, რომლებიც „2025-2028 წლების მუშაობის მეთოთხმეტე გენერალური პროგრამის პროექტშია“ ასახული.

პარტნიორებთან თანამშრომლობით, საქართველო მიზნად ისახავს შექმნას უფრო ჯანსაღი და უფრო მდგრადი მომავალი საკუთარი მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა გაბუნიამ.

ჟენევაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება მიხეილ სარჯველაძე – ვიზიტის ფარგლებში გამართულ პლენარულ სესიებს, კომიტეტის სხდომებსა და ორმხრივ შეხვედრებს, ასევე, თამარ გაბუნია დაესწრო.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ანტიმიკრობულ რეზისტენტობაზე მიმართული ღონისძიებების გაძლიერებასა და გადამდები დაავადებების ზედამხედველობისა და კონტროლის მიმართულებით ისაუბრეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights