სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიღამის კოშმარები ავტოიმუნურ დაავადებასთან არის კავშირში

ღამის კოშმარები ავტოიმუნურ დაავადებასთან არის კავშირში

ღამის კოშმარები ტვინში ავტოიმუნური დარღვევების დაწყების გამაფრთხილებელი ნიშანი შეიძლება იყოს.

კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარმა მელანი სლოანმა და მისმა კოლეგებმა აჩვენეს, რომ ცუდი სიზმრები ლუპუსის გამწვავების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ადრეული ნიშანია.

ლუპუსით დაავადებული 676 პაციენტის ონლაინ გამოკითხვაში (ცნობილია როგორც სისტემური წითელი მგლურა) პაციენტების მესამედმა აღნიშნა, რომ დაავადების სიმპტომების გამოჩენამდე ისინი ერთი წლით ადრე ცუდ სიზმრებს ნახულობდნენ.

ეს აღმოჩენა თანხვედრაშია იმასთან, რომ სიზმრები და ტვინის იმუნური სისტემა ერთგვარად დაკავშირებულია.

“ჩვენ დიდი ხანია ვიცით, რომ სიზმრები ნევროლოგიურ ფაქტორებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, ეს შეიძლება დაავადების ადრეული ინდიკატორი იყოს. თუმცა, ბოლო კვლევა პირველი მტკიცებულებაა იმისა, რომ კოშმარები შეიძლება ისეთი სერიოზული ავტოიმუნური მდგომარეობის მონიტორინგში დაგვეხმაროს, როგორიცაა ლუპუსი”, — ამბობს ნევროლოგი და კვლევის ავტორი გაი ლეშზინერი, ლონდონის Guy’s and St Thomas’ Hospitals-დან.

ეს ავტოიმუნური დაავადება ყველაზე ხშირად 15-დან 45 წლამდე ვლინდება. ის იწვევს ტკივილს სახსრებში, ცხელებას, დაღლილობასა და თმის ცვენას.

ბოლო კვლევებმა აჩვენა, რომ მათ, ვისაც პარკინსონის დაავადება უვითარდებათ, დიაგნოზირებამდე ასევე აღენიშნებათ ღამის კოშმარები. კოშმარები პოტენციურად პროგნოზირებს დემენციასაც, რომელიც ასევე იმუნურ სისტემას უკავშირდება.

როგორც ჩანს, იგივე ეხება ლუპუსით დაავადებულებსაც.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ვიტამინი D საქართველოში — უსაფრთხო არჩევანის გზამკვლევი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights