ორშაბათი, თებერვალი 2, 2026
მთავარიშენი ექიმიაივ ინფექციის ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა

აივ ინფექციის ვაქცინამ ადამიანებში ძლიერი ანტისხეულები წარმოქმნა

ვაქცინების უმთავრესი დანიშნულება ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნაა, რომლებიც სხვადასხვა ვირუსის მიმართ ჩვენს იმუნიტეტს აძლიერებს. მეცნიერები აივ ინფექციის საწინააღმდეგო ამგვარ პრეპარატებზეც მუშაობენ. მათ შორისაა ახალი ექსპერიმენტული საშუალება, რომელიც ჯერ კიდევ ადრეულ კლინიკურ ცდებს გადის.

შედეგებმა აჩვენა, რომ ადამიანთა მცირერიცხოვან საკვლევ ჯგუფში ვაქცინამ ე.წ. ფართოდ გამანეიტრალებელი ანტისხეულების ფორმირება განაპირობა. 1990-იან წლებში აღმოჩენილი ეს ცილები აივ ინფექციის გამომწვევი ვირუსის რამდენიმე შტამს აფიქსირებს და უტევს, მაგრამ პრეპარატებით მათი გამომუშავების პროვოცირება მარტივი არაა.

თავად დაავადებულ ადამიანებში ასეთი ანტისხეულების გაჩენას წლები სჭირდება და ისინი პაციენტების მხოლოდ 10-25%-ში გვხვდება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მსგავს შედეგს ახალი ვაქცინის 2 დოზით მიაღწიეს, თანაც რამდენიმე კვირაში.

ექსპერიმენტული საშუალება აივ ინფექციის ყველაზე გავრცელებულ ტიპ HIV-1-ზეა ორიენტირებული, კონკრეტულად კი ვირუსის გარე საფარველზე, რომელიც მუტაციის პარალელურად სტაბილურად ნარჩუნდება. პრეპარატის გამოცდის პირველი ფაზა 2019 წელს დაიწყო და მასში მონაწილეობა 24-მა ჯანმრთელმა ადამიანმა მიიღო, რომელთაგანაც 4 პლაცებოს იღებდა. კვლევა მას შემდეგ შეჩერდა, რაც ცდისპირებში კომპონენტ პოლიეთილენ გლიკოლის მიმართ მწვავე ალერგიული რეაქცია გამოვლინდა.

მანამდე 5-მა ინდივიდმა 4-დან 3 დოზა მიიღო, 15-მა კი — 2. ამ დროის განმავლობაში შეგროვებულმა მონაცემებმა აჩვენა, რომ უკანასკნელ ჯგუფში გამანეიტრალებელი ანტისხეულები წარმატებით გამომუშავდა, ხოლო იმ 5 ადამიანიდან ეს მხოლოდ 2-ში დაფიქსირდა. ამ ცილების ყველაზე ძლიერმა კატეგორიამ უჯრედებზე ჩატარებულ ცდებში ინფექციის შტამების 15-35% გააუვნებლა.

გვერდითი მოვლენების თავიდან ასაცილებლად მეცნიერებმა ვაქცინის ფორმულა შეცვალეს და კვლევას სწორედ მისით განაახლებენ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ანტიმიკრობული რეზისტენტობა (AMR) არის გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მთავარი საფრთხე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights