სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მთავარიშენი ექიმიჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით...

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში მერვე თაობის ნეირონავიგაციის (მსოფლიოში არსებული ბოლო მოდელი) საშუალებით თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია პირველად გაკეთდა.
ნეირონავიგაციის გამოყენებით გაცილებით უსაფრთხოდ და ზუსტად არის შესაძლებელი თავის ტვინის სიმსივნის ამოკვეთა და ბიოფსიის გაკეთება, ასევე – სხვადასხვა ტიპის მანიპულაციები ხერხემალზე.
ინვესტიცია ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლისთვის მერვე თაობის ნეირონავიგაციის აპარატის შესაძენად ევროპის უნივერსიტეტმა განახორციელა.
ახლო მომავალში ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი ნეირონავიგაციური ტექნოლოგიით მიმდინარე სერვისების დანერგვას და განვითარებას გეგმავს.

როგორც ჰოსპიტალში აღნიშნავენ, ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უახლესი, მერვე თაობის ნეირონავიგაციით შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახის ურთულესი ოპერაციების ჩატარება, როგორც თავის ტვინზე, ასევე ხერხემალზე.

Modern Medical Solution-ის კომერციული დირექტორის, რომან ლომიძის განცხადებით, ამ ინოვაციური და თანამედროვე სისტემით შესაძლებელი იქნება პაციენტებისთვის ზუსტი დიაგნოზის დასმა და ასევე, შემცირდება ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკიც.

„ნეირონავიგაციის საშუალებით კეთდება თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია. ოპერაცია ფაქტობრივად, ერთი ჩხვლეტით, სისხლის დანაკარგისა და გართულებების გარეშე ტარდება. ამ დრომდე საკმაოდ რთული ოპერაცია ტარდებოდა, პაციენტს სჭირდებოდა მაგნიტორეზონანსული კვლევის ჩატარება, ე.წ. „სტერეოტაქსიულ ფრეიმთან“ ერთად, რაც ძალიან დიდი დისკომფორტის შემცველი იყო პაციენტისთვის და უკვე შემდეგ, ინტრაოპერაციული გართულებების რისკიც საკმაოდ მაღალი იყო.

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც მერვე თაობის ნეირონავიგაცია, მსოფლიოში არსებობული ბოლო მოდელი, ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში დაინერგა.

ჩვენმა კომპანიამ შეძლო, ეს უნიკალური ტექნოლოგია ჩვენს ქვეყანაში პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი გაეხადა. ასეთი ტექნოლოგია დღეისთვის თურქეთშიც კი არ არის. აღმოსავლეთ ევროპაშიც ამ დონის სისტემა ფაქტობრივად ჯერ არსად დგას. ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი არის პირველი,სადაც ასეთი ულტრათანამედროვე ოპერაცია ტარდება.

გარდა ასეთი ტიპის ოპერაციებისა, ეს სისტემა უფრო რთული და კომპლექსური ოპერაციების ჩატარების საშუალებას იძლევა, როგორც თავის ტვინზე, ისე – ხერხემალზე, რაც არათუ რეგიონში, ევროპაშიც კი სულ რამდენიმე კლინიკაში არის ამჟამად ხელმისაწვდომი.

ეს მნიშვნელოვანია იმისთვისაც, რომ უმაღლესი დონის ნეიროქირურგია განვითარდეს ჩვენს ქვეყანაში და განვითარების სხვა საფეხურზე გადავიდეს“,-განაცხადა Modern Medical Solution-ის კომერციულმა დირექტორმა, რომან ლომიძემ.

აღსანიშნავია, რომ პაციენტებს ექნებათ საშუალება, ახალი და თანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებშიც ისარგებლონ.

ამასთან, როგორც ნეიროქირურგი იაკობ ცერცვაძე აღნიშნავს, ნეირონავიგაციის გამოყენებით გაცილებით უსაფრთხოდ და ზუსტად არის შესაძლებელი თავის ტვინის სიმსივნის ამოკვეთა და ბიოფსიის გაკეთება.

„ნეირონავიგაციით მოხდება სწორი ტრაექტორიის განსაზღვრა ისე, რომ სხვა სტრუქტურა, თავის ტვინის სისხლძარღვი ან სხვა ფუნქციურად მნიშვნელოვანი უბანი არ დაზიანდეს. პაციენტი იღებს კომპიუტერულ ან მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიას, ნავიგაციის სისტემის საშუალებით ხდება მისი შერწყმა და პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია, ინტრაოპერაციულად, ზუსტი ტრაექტორიის განსაზღვრით, მილიმეტრის სიზუსტით მოხდება სიმსივნიდან ქსოვილის ამოკვეთა, რაც საშუალებას მოგვცემს დადგინდეს, რა ტიპის წარმონაქმნი აქვს პაციენტს.

რიგ შემთხვევაში, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან არსებობს წარმონაქმნი, რომელიც საერთოდ არ საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას და შესაძლებელია, პაციენტი ქიმიოთერაპიით განიკურნოს.

ეს ნავიგაციის სისტემა გამორიცხავს იმას, რომ პაციენტს არასწორად დაესვას დიაგნოზი, რის შედეგადაც ონკოლოგების მიერ სწორად მოხდება მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა“,- განაცხადა იაკობ ცერცვაძემ.

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გინდათ შაბათ-კვირა განსაკუთრებულად გაატაროთ? მცხეთა – საქართველოს სულიერი დედაქალაქი იდეალური არჩევანია!

გინდათ შაბათ-კვირა განსაკუთრებულად გაატაროთ? მცხეთა – საქართველოს სულიერი დედაქალაქი იდეალური არჩევანია!

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
თბილისში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 4 შემთხვევა დაფიქსირდა — თბილისი ენერჯი

თბილისში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის 4 შემთხვევა დაფიქსირდა — თბილისი ენერჯი

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights