93 წლის ასაკში ექიმი-კარდიოლოგი, გულიკო ჩაფიძე გარდაიცვალა.
გულიკო ჩაფიძემ დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1955 წელს. 1954–1958 წლებში იყო ბორჯომის ლიკანის სანატორიუმის ექიმი-ორდინატორი. 1963-1975 წლებში ინფარქტის განყოფილების უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1962-1964 წლებში კარდიოლოგიური განყოფილების უფროსი მეცნიერ მუშაკი. 1965-1994 წლებში – თერაპიის ინსტიტუტის ინფარქტის განყოფილების ხელმძღვანელი. 1989 წლიდან დღემდე იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი.
1997 წელს გადაუდებელ კარდიოლოგიის ცენტრს მიენიჭა აკად. გ. ჩაფიძის სახელი (პატენტირებული); 1994-2014 წლებში აკად. გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის დირექტორი. 2011 წლიდან დღემდე ამავე ცენტრის გენერალური დირექტორი იყო. ავტორია ოთხი მონოგრაფიის და 300-მდე სამეცნიერო ნაშრომის. მათ შორისაა: ამერიკა, გერმანია, უნგრეთი, იუგოსლავია, ბულგარეთი, ავსტრია. რვა საკანდიდატო სამი სადოქტორო დისერტაციის ხელმძღვანელი. კარდიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი. მიღებული აქვს უამრავი მედალი, ჯილდო და სიგელი (მათ შორის აშშ-ის).
1962 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაციის თემა – „რეგიონალური სისხლის მიმოქცევის ზოგიერთი თავისებურებანი ჰიპერტონული დაავადების დროს“. სადოქტორო დისერტაციის თემა „მიოკარდიუმის ინფარქტის მიმდინარეობის თავისებურებანი სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში და მიმდინარეობის პროგნოზირება“.
მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის არის საქართველოს სახელმწიფო პრემიის, ღირსების ორდენის, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენის მფლობელი.