სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი"შენი აზრი" - გიორგი ფხაკაძე საქართველოში პაციენტთა კმაყოფილების კვლევის პროცესს იწყებს

“შენი აზრი” – გიორგი ფხაკაძე საქართველოში პაციენტთა კმაყოფილების კვლევის პროცესს იწყებს

საქართველოს სამედიცინო სექტორში მნიშვნელოვანი სიახლეა – ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტის, გიორგი ფხაკაძის ინივიატივით, “საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი”, კლინიკებში პაციენტთა ჩართულობის მიზნით, მათი გამოკითხვის პროცესს იწყებს. “შენი აზრი” – ჰქვია სისტემას, რომლის ფარგლებშიც QR კოდის მეშვეობით შეძლებთ, საკუთარი აზრი დააფიქსიროთ კონკრეტულ კლინიკაში მიღებული მომსახურების შესახებ. 

Sheniekimi.ge აღნიშნული საკითხის დეტალების გასარკვევად პროფესორ გიორგი ფხაკაძეს ესაუბრა:

“გვაქვს ძალიან სასიხარულო ამბავი, ვინაიდან “საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი”, რომელიც არის „აკრედიტაცია კანადის“ ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში და ახორციელებს 24 სამედიცინო დაწესებულების საერთაშორისო აკრედიტაციას, დღეიდან იწყებს პაციენტის გამოკითხვის სისტემას, რომელსაც ჰქვია შენი აზრი“.

ეს უპრეცედენტო კამპანიაა და პირველად ჩვენ ვთავაზობთ არა მარტო იმ საავადმყოფოებს, რომლებიც “აკრედიტაცია კანადის” ჩართულობით გადიან აკრედიტაციის პროცესს, არამედ ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას საქართველოში.

მათ შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ  და ჩაერთონ პაციენტის კმაყოფილების ერთიან კვლევაში.

ძირითადი დებულება პაციენტის კმაყოფილებისა არის ის, რომ ეს არის დამოუკიდებელი გამოკითხვა და არის 100%-ით კონფიდენციალური.

პაციენტებს შეუძლიათ ეს კითხვარი შეავსონ ტელეფონის მეშვეობით სახლში, საავადმყოფოში ან იმ ადგილას, სადაც მათთვის უფრო კომფორტულია. პაციენტს აბსოლუტურად ყველანაირად დამოუკიდებელ გარემოში, ყველანაირი ზეწოლის გარეშე, შეუძლია შეავსოს ეს კითხვარი.

ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყოველთვიურად მიღებულ ინფორმაციას მივაწვდით ამ კვლევაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს და ისინი თავად მიიღებენ გადაწყვეტილებას, თუ როგორ გამოიყენონ აღნიშნული კვლევის შედეგები.

შეიძლება ეს გამოიყენონ შიდა ხარისხის გაუმჯობესებისათვის ან თუ გადაწყვეტენ, ეს ანგარიში გაასაჯაროონ და ჩართონ პაციენტები ამ საკითხების განხილვაში – ეს მხოლოდ ამ კლნიკების გადასაწყვეტი იქნება.

აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენ აპრილში უკვე ავამოქმედეთ პაციენტთა საბჭოების სამდივნო, პროექტს ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს. მისი ძირითადი ფუნქციაა საავადმყოფოებში პაციენტთა საბჭოების მართვა და იმის გამო, რომ ამის გამოცდილება საქართველოში ჯერ არ არის, ნამდვილად რთულია…

„აკრედიტაცია კანადაში“ ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებსა და სხვა საავადმყოფოებს, სურვილისამებრ, ვთავაზობთ, მონაწილეობა მიიღონ ჩვენი გამოკითხვის სისტემაში ან დავეხმაროთ მათ პაციენტთა საბჭოების მართვაში.

  „ეს უკვე დანაშაულია!..“ – გიორგი ფხაკაძე მიმართვას ავრცელებს

ჩვენ ვიყენებთ უმაღლეს ევროპულ და  საერთაშორისო სტანდარტებს, რასაც ჰქვია ინფორმაციის დაცულობა და გადამუშავება.

ჩვენ მზად ვართ, კლინიკებს დავეხმაროთ გამოკითხვების ჩატარებაში, გამოკითხვების ანალიზების მომზადებასა და ყოველთვიურად საავადმყოფოსთვის მიწოდებაში. თუ საავადმყოფოს სურვილი ექნება, ვმართოთ პაციენტთა საბჭოები. შესაბამისად, ძალიან მოხარული ვართ, რომ ორშაბათიდან უკვე ვიწყებთ ამ პროექტს.”

“შენი აზრი” – გიორგი ფხაკაძე საქართველოში პაციენტთა კმაყოფილების კვლევის პროცესს იწყებს | sheniekimi.ge | შენი ექიმი
received 4124117341147872

https://www.surveymonkey.com/r/sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights