ოთხშაბათი, ნოემბერი 27, 2024
მთავარიშენი ექიმიორგანიზმში მეტაბოლური პროცესის დაქვეითება ან მოშლა სხვადასხვა გზით შეიძლება გამოვლინდეს

ორგანიზმში მეტაბოლური პროცესის დაქვეითება ან მოშლა სხვადასხვა გზით შეიძლება გამოვლინდეს

„მეტაბოლიზმი გულისხმობს მთელ პროცესს, რომლითაც საკვები გარდაქმნება ენერგიად, რათა ჩვენი ორგანიზმის მიერ მისი გამოყენება მოხდეს სხვადასხვა ფუნქციებისთვის.
ორგანიზმში მეტაბოლური პროცესის დაქვეითება ან მოშლა სხვადასხვა გზით შეიძლება გამოვლინდეს, როგორიცაა, მაგალითად:
ინსულინისადმი წინააღმდეგობა (როდესაც ორგანიზმის უჯრედები ნაკლებად რეაგირებენ ინსულინზე, რაც იწვევს სისხლში შაქრის დონის მატებას), სიმსუქნე, დისლიპიდემია, ღვიძლის არაალკოჰოლური გაცხიმოვნება, მეტაბოლური სინდრომი (მეტაბოლური დარღვევების ჯგუფი, მათ შორის მაღალი წნევა, სისხლში შაქრის მომატებული დონე, მაღალი ქოლესტერინი და მუცლის ცხიმის მომატება).
მეტაბოლურმა დარღვევებმა უამრავი ქრონიკული დაავადება შეიძლება გამოიწვიოს, მეორე ტიპის დიაბეტიდან დაწყებული, საკვერცხის პოლიკისტოზით და უნაყოფობით დამთავრებული.
რა კავშირია ნაწლავის ჯანმრთელობას და მეტაბოლურ ჯანმრთელობას შორის?
მეტაბოლური დისფუნქცია ნაწილობრივ შეიძლება გამოწვეული იყოს ნაწლავის ბარიერის გამტარიანობის გაზრდით.
ნაწლავის ბარიერი ნაწლავის შიგთავსს სისხლის ნაკადისგან ჰყოფს. როდესაც ნაწლავის ბარიერი, სხვადასხვა მიზეზებით, ზედმეტად გამტარი ხდება, საკვები ნივთიერებების გარდა, ენდოტოქსინი, ლიპოპოლისაქარიდიც (LPS) ხვდება სისხლის მიმოქცევაში. ლიპოპოლისაქარიდი ააქტიურებს ანთების გამომწვევ ციტოკინებს და იწვევს ქრონიკულ, დაბალი ხარისხის ანთებას, რაც ასოცირდება როგორც წონის მატებასთან, ასევე უზმოზე გლუკოზის მაღალ დონესთან.
ლორწოს ფენა, რომელიც ფარავს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის შიდა კედელს, გადამწყვეტ როლს ასრულებს ნაწლავის პათოლოგიური გამტარიანობისგან დაცვაში. ზოგიერთი ბაქტერია, როგორიცაა, მაგალითად, Akkermansia muciniphila, იკვებება ლორწოს ფენის შემადგენელი გლიკოპროტეინებით, მუცინებით. როდესაც Akkermansia muciniphila მოიხმარს მუცინს, ნაწლავის კედელი აძლიერებს მუცინების გამომუშავებას, რითაც ხელს უწყობს დამცავი ფენის შევსებას და შენარჩუნებას. ეს აძლიერებს ნაწლავის ბარიერის მთლიანობას და ხელს უწყობს ზოგადად ნაწლავის ჯანმრთელობას.
შესაბამისად, ნაწლავის დისბიოზმა, ანუ ნაწლავში აკერმანსიას და სხვა ბაქტერიების არარსებობამ ან სიმცირემ, შეიძლება ზემოთ ნახსენები ნაწლავის პათოლოგიური გამტარიანობა, ეგრეთ წოდებული “მჟონავი ნაწლავი” გამოიწვიოს.
ნაწლავის ბარიერის მთლიანობის გარდა, მეტაბოლურ ჯანმრთელობაზე გავლენას ახდენს ნაწლავში გარკვეული მეტაბოლიტების, განსაკუთრებით კი ბუტირატის წარმოება.
ბუტირატი არის მოკლე ჯაჭვოვანი ცხიმოვანი მჟავა, რომელიც წარმოიქმნება ნაწლავის ბაქტერიების მიერ ბოჭკოვანი საკვების დუღილის (ფერმენტაციის) შედეგად. მას უამრავი სარგებელი აქვს, მათ შორის ანთების შემცირება, ნაწლავის ბარიერის ფუნქციის გაუმჯობესება, მადის დარეგულირება და ინსულინისადმი მგრძნობელობის გაზრდა. ეს ეფექტები ხელს უწყობს წონის და სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციას და აუმჯობესებს მეტაბოლურ ჯანმრთელობას.
როგორც ვხედავთ, ნაწლავს მნიშვნელოვანი როლი აქვს მეტაბოლურ ჯანმრთელობაში. ნაწლავის ჯანსაღი მიკრობიომის შენარჩუნება და ბოჭკოთი მდიდარი დიეტა გადამწყვეტია წონის კლებისთვის, სისხლში გლუკოზის ნორმალური დონის შენარჩუნებისთვის და ზოგადად, მეტაბოლური ჯანმრთელობის ხელშეწყობისთვის.“
წერს აშშ-ში მოღვაწე ქართველი ექიმი, ქეთი შავლიაშვილი.
Metabolic dysfunction can partially result from an increase in the permeability of the gut barrier, which separates the contents of the gut from the bloodstream. When the gut barrier becomes too permeable, levels of lipopolysaccharide (LPS) from Gram-negative bacteria in the bloodstream increase. This triggers the activation of pro-inflammatory cytokines, leading to chronic low-grade inflammation. This inflammation is associated with weight gain and higher fasting glucose levels.
The mucus layer that coats the inner wall of the digestive tract plays a crucial role in protecting against gut barrier permeability. Certain bacteria, such as Akkermansia muciniphila, thrive on mucins found in the mucus layer. When Akkermansia muciniphila consumes mucin, the host increases its production of mucins, helping to replenish and maintain the protective layer. This enhances the integrity of the intestinal barrier and contributes to overall gut health.
In addition to the protective role of the gut barrier, the production of specific metabolites, particularly butyrate, also influences metabolic health. Butyrate is a short-chain fatty acid produced by gut bacteria during the fermentation of dietary fibers. It provides numerous benefits, including reducing inflammation, improving gut barrier function, and increasing insulin sensitivity. These effects contribute to metabolic health and can help regulate weight and blood glucose levels.
So, we can see that, the gut has a critical role in mediating metabolic health through the protection of the gut barrier and the production of beneficial metabolites like butyrate. Maintaining a healthy gut microbiome and consuming a fiber-rich diet are crucial for optimizing these mechanisms and promoting overall metabolic well-being.
https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC9459697
/https://www.ncbi.nlm.nih.gov/pmc/articles/PMC7230435
/https://www.frontiersin.org/…/10.3389/fnut.2023.1120168/full
https://www.mdpi.com/2227-9059/10/1/83
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

სამზარეულოს 3 ფერი, რომელიც 2025 წელს აქტუალურობას დაკარგავს

ნოემბერი 26, 2024
საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

საიდან და როგორ დაიწყო „შავი პარასკევის“ ისტორია და რატომ მიიღო მან ეს სახელი

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

სჯობს თავად ნახოთ – წინანდალი – ადგილი, სადაც ქართული მეღვინეობის ისტორია იწერებოდა

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ზეთის იმპორტი -რა ფასად ვყიდულობთ ზეთს

ნოემბერი 26, 2024
როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

როზმარინის ზეთი ზრდის თუ არა თმას რეალურად

ნოემბერი 26, 2024
ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

ვენეციის კარნავალი 2025: ჯადოსნური ღონისძიება, რომლის გამოტოვებაც არ ღირს

26 ნოემბერი 2024
სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

სპექტაკლი “დარაბებს მიღმა გაზაფხულია” – ახმეტელის თეატრში

ნოემბერი 26, 2024
„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

„ზეთისხილის მსოფლიო დღე“ აღინიშნება საქართველოსა და მსოფლიოში

ნოემბერი 26, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights