სტატიის ავტორია ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიის მაგისტრი, ბავშვთა და მოზარდთა კვებითი ქცევის სპეციალისტი მარიამ შოვნაძე
– მოზარდობა არის ტვინის მნიშვნელოვანი ზრდისა და განვითარების პერიოდი. თავის ტვინი მაქსიმალურ ზომას გოგონებში 11 წლის ასაკში აღწევს, ხოლო ბიჭებში 14 წლის ასაკში. ზომის ცვლილების მიუხედავად, ტვინის განვითარება გრძელდება 20 წლამდე. მოზარდის ტვინის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა სიჩქარით იზრდება.
– თავის ტვინის წინა ნაწილი, რომელსაც პრეფრონტალურ ქერქს ვუწოდებთ, ყველაზე ბოლოს მწიფდება. ეს უბანი პასუხისმგებელია ისეთ მნიშვნელოვან უნარებზე როგორიც არის დაგეგმვა, პრიორიტეტების განაწილება და იმპულსის მართვა.
– იქედან გამომდინარე, რომ პრეფრონტალური ქერქის განვითარება ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მოზარდს შესაძლოა გაუჭირდეს იმპულსის მართვა, დაგეგმვა მოსალოდნელი შედეგების გათვალისწინების გარეშე და აქტუალური გახდეს რისკისშემცველი ქცევა.
– მოზარდობის პერიოდში ძილის რეჟიმი იცვლება მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებების გამო. წაახალისეთ თქვენი შვილი, რომ იძინოს 9-10 საათი ყოველ ღამე.
– მოზარდობის პერიოდი გულისხმობს ახალი გამოცდილებისა და ცოდნის მიღებას. ეს ხელს უწყობს ტვინში უფრო ეფექტური კავშირების შექმნას, რაც განაპირობებს აზროვნების ახალი სტრატეგიებს, შემოქმედებით იდეებსა და შეხედულებებს სამყაროს შესახებ.
– მოზარდის ტვინი მოქნილია, რაც გულისხმობს რომ მას შეუძლია შეიცვალოს, მოერგოს და რეაგირება მოახდინოს გარემო ცვლილებებზე. აქედან გამომდინარე, საინტერესო აქტივობები, შეთავაზებული რესურსები, ვარჯიში, ხელოვნება ხელს უწყობს ტვინის განვითარებას.