სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიკვლევა - ჩახუტება ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს

კვლევა – ჩახუტება ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს

ახალი კვლევის ფარგლებში სპეციალისტებმა ამ საკითხისადმი მიძღვნილი 212 ნაშრომი გააანალიზეს და დაასკვნეს, რომ, ზოგადად, შეხება ნებისმიერი ასაკის ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას აუმჯობესებს.

„აქამდეც ვიცოდით, რომ შეხება ჯანმრთელობაზე ზემოქმედების მხრივ მნიშვნელოვანია, მაგრამ, მრავალი კვლევის მიუხედავად, უცნობი იყო, როგორ უნდა გამოვიყენოთ ის ოპტიმალურად, კონკრეტულად რა ეფექტს უნდა ველოდოთ და როგორია გავლენის მქონე ფაქტორები”, – აცხადებენ ავტორები.

მათ მიერ შესწავლილ ნაშრომებში 12 966 ადამიანის მონაცემებია გაერთიანებული. ამ ინფორმაციის ანალიზმა აჩვენა, რომ შეხება შესაძლოა, ტკივილის, შფოთვისა და დეპრესიის შემსუბუქებაში დაგვეხმაროს. ეს ეფექტი დაფიქსირდა როგორც ბავშვებში, ისე ზრდასრულებში.

მსგავსი ზემოქმედება სხვადასხვა ტიპის ფიზიკური კონტაქტისას ვლინდება, იქნება ეს ჩახუტება თუ მასაჟი. ამის მიუხედავად, ყველაზე ეფექტიანი თავსა და სახეზე შეხება აღმოჩნდა, ყველაზე დადებითი რეაქციების გამომწვევი კი ხანმოკლე და ხშირი შეხება.

დადგინდა ისიც, რომ ჩვილებში მშობლებთან შეხება უფრო შედეგიანია, მოზრდილებში კი სხვაობას არ გვაძლევს, ახლობელია თუ არა ადამიანი. რა თქმა უნდა, დადებითი ეფექტის მისაღებად შეხება სასურველიც უნდა იყოს, ხოლო რეაქციები აბსოლუტურად ინდივიდუალურია.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights