სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მთავარიშენი ექიმიდნმ-ის ტესტი (გენის დაქტილოსკოპიის მეთოდი) ქართველმა მეცნიერმა, აპოლონ ჯინჭარაძემ შექმნა

დნმ-ის ტესტი (გენის დაქტილოსკოპიის მეთოდი) ქართველმა მეცნიერმა, აპოლონ ჯინჭარაძემ შექმნა

დნმ-ის ტესტი (გენის დაქტილოსკოპიის მეთოდი) ქართველმა მეცნიერმა, აპოლონ ჯინჭარაძემ შექმნა. ის 1989 წელს, 28 წლის ასაკში გარდაიცვალა.  მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ მის მიერ აღმოჩენილი ზონდის მეშვეობით მოხდა რუსეთის მეფის ნიკოლოზ II ნეშტის იდენტიფიცირება იაპონიაში შემონახული მეფის სისხლით გაჟღენთილი დოლბანდის საშუალებით.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1983 წელს.

იმავე წელს მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ს. დურმიშიძის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში და შემდეგ გადადის ქ. მოსკოვში სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ვ. ენგელჰარტის სახელობის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. სწორედ საკანდიდატო დისერტაციაზე მუშაობისას მან აღმოაჩინა და დაამუშავა “გენეტიკური დაქტილოსკოპიის მეთოდი” (ე.წ. “დნმ-ის ტესტი”) ყოფილ საბჭოთა კავშირში, რისთვისაც რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის ბრძანებულებით 1996 წელს მიენიჭა რუსეთის სახლმწიფო პრემია მეცნიერების და ტექნიკის დარგში (გარდაცვალების შემდეგ). ის ერთადერთი ქართველი ბიოლოგია, ვისაც აღნიშნული პრემია მიენიჭა. მისი მეთოდი ვრცელდება მთელს ცოცხალ სამყაროზე. 1988 წელს მუშაობა განაგრძო თბილისის ს. დურმიშიძის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში, კითხულობდა ლექციებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი გარდაცვალების შემდეგ მის მიერ აღმოჩენილი ზონდის მეშვეობით მოხდა რუსეთის მეფის ნიკოლოზ II ნეშტის იდენტიფიცირება იაპონიაში შემონახული მეფის სისხლით გაჟღენთილი დოლბანდის საშუალებით. ა. ჯინჭარაძე შეტანილია გენეტიკის პრაქტიკულად ყველა სახელმძღვანელოში, რითაც ეს დარგი ისწავლება ჩვენს ქვეყანაში (ავტ.: პროფ. თ. ლეჟავა, პროფ. დ. ჯოხაძე, პროფ.ა.შათირიშვილი და სხვა). 2009 წელს იგი შეიტანეს მე-10 კლასის ბიოლოგიის სახელმძღვანელოში (ავტ.: ლ. ბურდილაძე, მ. ბაგალიშვილი, ქ. მაღრაძე). ქართველი მოლეკულური ბიოლოგი, გენეტიკოსი, ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა – “დნმ -ის ევოლუციურად კონსერვატიული განმეორებადი თანმიმდევრობები და მათი გამოყენება გენომურ დაქტილოსკოპიაში”, დაიცვა 1988 წელს.

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

1996 – რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (გარდაცვალების შემდეგ)

გენომური დაქტილოსკოპიის თეორიული და გამოყენებითი პრობლემების დამუშავებისთვის

სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ), პირველი ადგილი და მედალი

„ამ მეთოდით  ნიკოლოზ II-ის ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა”- ქართველი მეცნიერი, რომელმაც დნმ-ის ტესტი მსოფლიოში პირველმა შექმნა

აპოლონ ჯინჭარაძე არის ქართველი მეცნიერი, რომელმაც დნმ-ის ტესტი შექმნა. დიდი მომავლის მქონე მეცნიერი სამწუხაროდ 1989 წელს, 28 წლის ასაკში უეცრად გარდაიცვალა. მისი შექმნილი მეთოდით კი იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ნეშტის იდენტიფიცირება მოხდა.

აპოლონ ჯინჭარაძე უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დურმიშიძის სახელობის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში მუშაობდა, შემდეგ სამუშაოდ მოსკოვში ყოფილი საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის მოლეკულური ბიოლოგიის ინსტიტუტში გადავიდა, სადაც საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა.

სწორედ მაშინ აღმოაჩინა და დაამუშავა „გენეტიკური დაქტილოსკოპიის მეთოდი,“ რისთვისაც რუსეთის პრეზიდენტის ბორის ელცინის ბრძანებულებით, გარდაცვალების შემდეგ, 1996 წელს მეცნიერების და ტექნიკის დარგში რუსეთის სახლმწიფო პრემია მიენიჭა. ის ერთადერთი ქართველი ბიოლოგია, ვისაც აღნიშნული პრემია აქვს მინიჭებული. მისი მეთოდი მთელს ცოცხალ სამყაროზე ვრცელდება.

საქართველოში მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტში საქმიანობის გარდა, ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. გარდაცვალების შემდეგ მის მიერ აღმოჩენილი ზონდის მეშვეობით კი რუსეთის მეფის ნიკოლოზ II-ის ნეშტის იდენტიფიცირება იაპონიაში შემონახული მეფის სისხლით გაჟღენთილი დოლბანდის საშუალებით მოხდა. აპოლონ ჯინჭარაძის გვარი და სახელი შეტანილია გენეტიკის პრაქტიკულად ყველა სახელმძღვანელოში.

ბოლო დროს ქართველი მეცნიერის აღმოჩენა გარკვეულ წრეებში განხილვისა და დისკუსიის თემა გახდა. ასახელებენ იმას, რომ მსოფლიოში გენეტიკური დაქტილისკოპიის მეთოდის მამად ინგლისელი ალეკ ჯეფრისი მიიჩნევაო. ამაზე კი აპოლონ ჯინჭარაძის ძმა, ექიმი ბადრი ჯინჭარაძე, რომელმაც ძმის ცხოვრებისა და სამეცნიერო საქმიანობის შესახებ 2009 წელს წიგნი „აპოლონ ჯინჭარაძე და მისი ერთი აღმოჩენა“ მიუძღვნა, ამბობს – „რადგან გენეტიკური დაქტილისკოპიის მეთოდის მამად ჯეფრისი იგუგლება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ აღმოჩენის ისტორია შეუცვლელია.

80-იან წლებში ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი არსებობდა, მსოფლიო ორ ბანაკად იყო გაყოფილი და „რკინის ფარდაც“ არ იყო გადაწეული. ორი ძირითადი იზოლირებული სამყარო იყო. ამიტომ, აპოლონ ჯინჭარაძემ ამ მეორე სამყაროში, ეს მეთოდი სრულიად დამოუკიდებლად, სსრკ-ში (პირველად მსოფლიოში) აღმოაჩინა, დეტალურად დაამუშავა და განავრცო მთელი ცოცხალი სამყაროს მიმართ ასევე მის მიერ დადგენილი M13 ზონდის საფუძველზე… ამასთან, ჯეფრისის და ჯინჭარაძის ზონდები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამას იმიტომ, ვამბობ, რომ ბოლო პერიოდში ეს თემა განხილვის და დისკუსიის თემა გახდა“…

ბადრი ჯინჭარაძის წიგნის გაცნობის შემდეგ გენეტიკოსმა და მოლეკულურმა ბიოლოგმა ნინო ლომიძემ ბატონ ბადრისთან საკუთარი აზრი დააფიქსირა:

„აპოლონი თქვენი გვარის ღირსეული შთამომავალია… მინდა, ხაზი გავუსვა მის აღმოჩენას. პრემია იმაში მიიღო, რომ დამოუკიდებლად ახალი M13 ზონდი იპოვა… მთავარია ის, რომ აპოლონმა სწორედ თვითონ, მარტომ გააკეთა ეს აღმოჩენა, რომ ბუნებაში ინდივიდებს უნიკალური განლაგების მქონე გენები აქვთ, ეს არ იყო ბუნებაში ცნობილი, რაც სენსაცია იყო! ამიტომ არ უჯერებდნენ, არადა, ეს ჯეფრისის სტატიის გამოქვეყნებამდე მოხდა! მისი აღმოჩენა ამიტომაც გაასაიდუმლოეს. ამ აღმოჩენაზე მუშაობისას გამოქვეყნდა ჯეფრიზის შრომა! დღემდე მიმაჩნია, რომ მარტო M13 ზონდი კი არა, აპოლონმა თვითონ გენური დაქტილოსკოპიის ფაქტი აღმოაჩინა!

1986 წლის იანვარში, მოსკოვში დისერტაციის დასაცავად ვიყავი ჩასული… კამათი იყო, გაეგზავნათ თუ არა თეზისები, ფაქტი დაეანონსებინათ რუსეთის რომელიღაც კონფერენციაზე თუ დიდი და საფუძვლიანი ნაშრომი გამოექვეყნებინათ. უფროსობამ თავი შეიკავეს თეზისების გამოქვეყნებისგან. არ უნდოდათ თავისი გვარი ჯერ კიდევ ზუსტად შეუსწავლელი (!) აღმოჩენის ქვეშ დაწერილიყო, არც აპოლონს მისცეს ნება, ხვდებოდნენ, რომ ეს სენსაცია იყო, ხომ არ დაკარგავდნენ ასეთ შანსს, უფროსებს უფრო ეკუთვნით (მათი გაგებით) აღმოჩენის პატივი, ვიდრე ვიღაც, თუნდაც ულვაშიან ასპირანტს!

წყარო:

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ბერძნული არქიტექტურა: სილამაზისა და სრულყოფილების საუკუნოვანი გავლენა

ნოემბერი 26, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

27 ნოემბერს თბილისში პირველი თოვლია მოსალოდნელი

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
კაკალი -მისი სამკურნალო თვისებები

კაკალი -მისი სამკურნალო თვისებები

ნოემბერი 26, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

კლასიკური ჰარმონიის გამოძახილი: ბერძნული არქიტექტურის გავლენა მსოფლიოზე

26 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights