ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარიUncategorizedრას გვიყვება უძველესი მცენარის მტვრის მარცვალი?

რას გვიყვება უძველესი მცენარის მტვრის მარცვალი?

რას გვიყვება უძველესი მცენარის მტვრის მარცვალი?
ქართველი მეცნიერი და დაუჯერებელი ისტორიები იმაზე, რა როლი აქვს საქართველოს კაცობრიობის განვითარების კვლევაში.
რადიო თავისუფლების ახალი სერია „აღმოაჩინე“,
მცენარის მტვრის უხილავმა მარცვალმა შეიძლება უძველესი ყოფის სრული სურათი აღადგინოს და დროში გვამოგზაუროს. გავიგოთ, რა ეცვათ, რით იკვებებოდნენ, რით მკურნალობდნენ ავადმყოფობებს, რა კლიმატურ გარემოში ცხოვრობდნენ ადამიანები ქვის, ნეოლითის, ბრინჯაოს ხანაში, ათასობით წლის წინ.
მცენარეების მტვრის მარცვლებს და ასევე ყველა სხვა მიკროსკოპულ ორგანიზმს, მწერების ბუსუსები იქნება ეს, ხის მერქნის უჯრედები თუ სხვა რამ პალინოლოგია სწავლობს – მიკრობოტანიკის დარგი და სწორედ ამ დარგის სპეციალისტების დახმარებას იყენებენ ხოლმე არქეოლოგები კონკრეტული დროის გარემო პირობების აღსადგენად.
პროფესორ ელისო ყვავაძეს, რომელიც ამ პროფესიით წლებია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მუშაობს და მისი პალინოლოგიური კვლევები თითქმის ყველა უდიდესი აღმოჩენის ნაწილია, მთელ მსოფლიოში იცნობენ.
ამ ეპიზოდში ელისო ყვავაძე მტვრის მარცვლის მეხსიერებასა და იმ პალინოლოგიურ აღმოჩენებზე გვიამბობს, რომლებმაც საქართველო არაერთხელ მოაქციეს მსოფლიოს ყურადღების ცენტრში.
author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  როგორ ამოვიცნოთ, ვუმკურნალოთ და მოვუაროთ სწორად - რატომ ვითარდება ატოპიური დერმატიტი? - სიმპტომები, რომლებიც არ უნდა გამოგეპაროთ
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights