სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბებიფაგების ცნობადობის გაზრდა მომხმარებელთა ახალ სეგმენტებში იგეგმება

ფაგების ცნობადობის გაზრდა მომხმარებელთა ახალ სეგმენტებში იგეგმება

ფაგების მნიშვნელობა უახლოეს წლებში, მთელ მსოფლიოში კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობა მსოფლიოს ერთ-ერთ გამოწვევად რჩება. ეს პრობლემა კი სულ უფრო ღრმავდება.

„ბიოქიმფარმის“ მენეჯერის რატი ღოლიჯაშვილის განცხადებით,  ანტიბიოტიკებისადმი გამძლე ინფექციების მიზეზით მსოფლიოში ყოველწლიურად მილიონ 300 ათასი ადამიანი იღუპება, 2050 წლისთვის კი ამ მიზეზით ყოველწლიურად დაღუპულთა რაოდენობა  10 მილიონს მიაღწევს.

ამ ფონზე საქართველოს აქვს უნიკალური შესაძლებლობა, განავითაროს ანტიბიოტიკების უსაფრთხო ალტერნატივის – ფაგების წარმოება. მისი თქმით, ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის პრობლემა განსაკუთრებით პანდემიის დროს გამოჩნდა. ამიტომ, შესაძლო ახალი პანდემიის დროს ეს საფრთხე კიდევ უფრო დიდი იყოს.

რატი ღოლიჯაშვილის განცხადებით, ნებისმიერი ვირუსული პანდემიის გვერდით იქნება ანტიბიოტიკური რეზისტენტობა. მისივე განმარტებით, ყველა ფაგი ყველა ანტიბიოტიკს ვერ ჩაანაცვლებს, მაგრამ ყველა ძირითადი ინფექცია შეიძლება ნამკურნალევი იქნას ფაგებით ან ფაგებისა და ანტიბიოტიკების კომბინაციით, როცა ფაგი ანტიბიოტიკის მოქმედებას აძლიერებს.

რაც შეეხება პროდუქციის სამიზნე აუდიტორიას, „ბიოქიმფარმის“ ხელმძღვანელის თქმით, მშობლების სეგმენტში ფაგების ცნობადობა 100 პროცენტიანია, რადგან ანტიბიოტიკების გამოყენებას განსაკუთრებით ბავშვებში ვერიდებით. ახლა კი კომპანია კიდევ უფრო აქტიურ და კარგი გაგებით აგრესიულ კამპანიას იწყებს, რათა ფაგების ცნობადობა სხვა სეგმენტშიც გაიზარდოს.

შეგახსენებთ, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ  საქართველო ფაგების ტექნოლოგიებში პიონერია და დღეს, როდესაც მსოფლიო მასშტაბით განსაკუთრებით იზრდება ფაგებზე მოთხოვნა, საქართველოს შეუძლია, მსოფლიოს შესთავაზოს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური პროდუქტები ამ მიმართულებით.

jandacva.ge

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  მარილის რა ოდენობის მიღებაა რეკომენდებული – კვლევის მიხედვით, ვინც დიდი რაოდენობით მარილს მოიხმარს…
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights