შაბათი, ივლისი 20, 2024
მთავარიშენი ექიმიხშირად უშვილობის მთავარი მიზეზი ფუნქციური ენდოკრინული დარღვევებით არის განპირობებული

ხშირად უშვილობის მთავარი მიზეზი ფუნქციური ენდოკრინული დარღვევებით არის განპირობებული

უშვილობა ქალებში – რამდენიმე მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული: შარდსასქესო  ორგანოების  თანდაყოლილი  და  შეძენილი დეფექტები; თვითნებითი აბორტები,  მცირე მენჯის ღრუში შეხორცებითი პროცესები; ვენერიული დაავადებები ,  ფალოპის მილების გაუვალობა; ჰიპერპროლაქტინემია; ჰორმონალური დისბალანსი;  შარდსასქესო სფეროს ინფექციური დაავადებები; ფსიქოსექსუალური დარღვევები;     მენსტრუალური  ციკლის  დარღვევა.  იმუნური დარღვევები – წყვილთა შეუთავსებლობა, გენეტიკური დაავდებები, საშვილოსნოს და საშვილოსნოს ღრუს პათოლოგიები – მიომა (ფიბროიდები), ენდომეტრიოზი.   მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი უამრავი მიზეზისა არსებობს დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული უშვილობაც.

უშვილობა ქალებში – ხშირად უშვილობის მთავარი მიზეზი ფუნქციური ენდოკრინული დარღვევებით არის განპირობებული. ჰორმონალური დისბალანსის დროს ხდება კვერცხუჯრედის ან სპერმატოზოიდის მოუმწიფებლობა, რაც საბოლოოდ იწვევს უნაყოფობას.

უნაყოფობის გამომწვევ მიზეზებს შორის მნიშვნელოვანია სასქესო ჰორმონების სეკრეციის ჭარბი წონით ან ცხიმოვანი ქსოვილის დეფიციტით განპირობებული მეორეული ცვლილებები.

ასევე ანთებითი დაავადებები რასაც, თავის მხრივ, იწვევს სხვადასხვა ინფექცია. ისინი აზიანებენ ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ორგანოებს, ქალებში იწვევს საშვილოსნოს მილების გაუვალობას, შეხორცებებს, კაცებში _ თესლგამომტანი სადინარის დახშობას და აზოოსპერმიას _ სპერმაში სპერმატოზოიდების არ არსებობას.

უშვილობა შეიძლება იყოს პირველადი და მეორადი. როცა წყვილი – ქალი და მამაკაცი ერთი წლის განმავლობაში ეწევა რეგულარულ სქესობრივ ცხოვრებას, არ იყენებს ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებს და არ დგება ორსულობა, ეს პირველადი უშვილობაა. მეორადია (შეძენილი) – როცა  წყვილებს  შორის  ადგილი  ჰქონდა  ჩასახვის  პროცესს, მაგრამ  ამის  შემდგომ  ჩასახვა  აღარ  ხდება.

უშვილობის დროს საჭიროა კომპლექსური კვლევებით იქნეს დიაგნოსტირებული გამომწვევი მიზეზი.

MMT ჰოსპიტალის ქალთა და მამაკაცთა ჯანმრთელობის ცენტრი გთავაზობთ უშვილობის დიაგნოსტიკასა და მკურნალობას! 032 2 23 40 23

MMT Hospital · ემ ემ ტე ჰოსპიტალი ჩართულია აკრედიტაცია კანადას საერთაშორისო სამედიცინო აკრედიტაციის პროგრამაში.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
გიორგი ფხაკაძე
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
რჩევები ბუდაპეშტში სამოძრაოდ

რჩევები ბუდაპეშტში სამოძრაოდ

18 July, 2024
საქართველოს ნაკრების მორიგი რეკორდი – „ჯვაროსნების“ სატრანსფერო ფასი 185 მილიონ ევრომდე გაიზარდა

საქართველოს ნაკრების მორიგი რეკორდი – „ჯვაროსნების“ სატრანსფერო ფასი 185 მილიონ ევრომდე გაიზარდა

19 ივლისი 2024
5 ფერი საბავშვო ოთახის მოსაწყობად — ფსიქოლოგების რჩევები

5 ფერი საბავშვო ოთახის მოსაწყობად — ფსიქოლოგების რჩევები

ივლისი 9, 2024
აჭარაში თევზეულის ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა

აჭარაში თევზეულის ახალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა

ივლისი 13, 2024
„საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, ჩვენი მოლოდინები გამართლდა“

„საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა, ჩვენი მოლოდინები გამართლდა“

ივლისი 16, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორი უნდა იყოს იდეალური ცილოვანი საუზმე

როგორი უნდა იყოს იდეალური ცილოვანი საუზმე

ივლისი 16, 2024
ბებიების დანატოვარი რჩევები – სწორ კვებასა და სილამაზეზე

ბებიების დანატოვარი რჩევები – სწორ კვებასა და სილამაზეზე

ივლისი 16, 2024
ინდოელი ბიზნესმენის შვილის შთამბეჭდავი ქორწილი, რომელიც $160 მილიონი დაჯდა

ინდოელი ბიზნესმენის შვილის შთამბეჭდავი ქორწილი, რომელიც $160 მილიონი დაჯდა

15 ივლისი 2024
რატომ ჩაიშალა თბილისის გერბისა და დროშის შესარჩევი კონკურსი

რატომ ჩაიშალა თბილისის გერბისა და დროშის შესარჩევი კონკურსი

ივლისი 14, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights