სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტრო„არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა, აქტიურად გაგრძელდება“

„არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა, აქტიურად გაგრძელდება“

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში იმყოფებოდა.

მიხეილ სარჯველაძემ, ჯანდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან თამარ გაბუნიასთან ერთად, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრიც დაათვალიერა და თანამშრომლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

მინისტრმა თანამშრომლებს გაწეული მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. მიხეილ სარჯველაძემ, როგორც პრევენციის ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით, დაავადებათა კონტროლის ცენტრს ფუნქციებსა და მნიშვნელობასა გააკეთა აქცენტები. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე მუშაობა, აქტიურად გაგრძელდება.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს ვაღწევთ კლინიკური გაიდლაინებისა და პროტოკოლების დანერგვის პროცესში. ბოლო წლების განმავლობაში, დამტკიცდა გაიდლაინები ონკოლოგიაში, ფსიქიკურ ჯანმრთელობაში, ისეთი იშვიათი და ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ“-მიხეილ სარჯველაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights