DIC-სინდრომი (დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაცია) – სიმპტომები, მკურნალობა და პრევენცია

0
845
DIC-სინდრომი (დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაცია) - სიმპტომები, მკურნალობა და პრევენცია
#post_seo_title

DIC-სინდრომი (დისემინირებული ინტრავასკულური კოაგულაცია) – სიმპტომები, მკურნალობა და პრევენცია

DIC-სინდრომი (დისემინებული, ინტრავასკულური კოაგულაცია) – დაავადება, რომელსაც ახასიათებს სისხძარღვებში სისიხლის მიმოქცევის დარღვევა, ფიბრინოლიტიკური და სისხლის მიმოქცევის სისტემის კომპონენტების გამოფიტვა, ტრომბოზისკენ და სისხლის შედედებისკენ მიდრეკილება, ორგანოებში მიკროცირკულაციის დარღვევა, რასაც მივყავართ მისი დისტროფიისა და დისფუნქციისკენ.

DIC-სინდრომის ძირითადი ნიშნები

  1. ტრომბოზი: სისხლის შედედების ანომალიების შედეგად წარმოიქმნება მცირე ზომის თრომბი, რომელიც სისხლის მიმოქცევას ხელს უშლის.
  2. სისხლის შედედების დარღვევა: სისხლის შედედების სისტემის გადატვირთვა ან პათოლოგიური აქტივაცია ხელს უწყობს სისხლდენის რისკს.
  3. ორგანოების დისფუნქცია: DIC ხშირად იწვევს ორგანოების შეუქცევად დისტროფიას, როგორიცაა თირკმლების, გულის და ფილტვების ფუნქციების დარღვევა.
  4. მიკროცირკულაციის დარღვევა: სისხლის ნაკადის პრობლემები იწვევს სხვადასხვა ორგანოებში მცირე სისხლძარღვების დაზიანებას.

მიზეზები
DIC-სინდრომი წარმოადგენს მეორად დაავადებას და წარმოიშობა ჰემოსტაზის პათოლოგიური პროცესების შედეგად. დაავადების წარმოშობის მიზეზებია:
·         ინფექციურ-ანთებითი დაავადებების გართულებები;
·         ჭარბი სისხლდენა;
·         შოკური მდგომარეობა;
·         სისხლძარღვების ჰემოლიზი, არათავსებადი სისხლის გადასხმისას;
·         სისხლის მიმოქცევის გასაზრდელი პრეპარატების დიდი ხნით მიღება;
·         სამეანო პათოლოგიები (პლაცენტას ხელით მოცილება, ნაყოფის გარშემო არსებული წyლით ემბოლია);
·         ავთვისებიანი წარმონაქმნების გართულება.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         კანის მცირედი დაზიანებისას დიდი რაოდენობით სისხლდენა (დაავადების საწყის ეტაპზე);
·         ჰემორაგიული გამოვლინებები (შინაგანი და გარეგანი სისხლდენა);
·         სისხლძარღვებში თრობმის წარმოქმნა;
·         ცხვირიდან, კუჭ-ნაწლავიდან, ფილტვებიდან სისხლდენა;
·         სისხლჩაქცევებისა და სილურჯეების გაჩენა;
·         არტერიული წნევის დაცემა;
·         სწრაფი დაღლა;
·         ხრინწი ფილტვებში.

დიაგნოსტიკა
დაავადების სინდრომების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ჰემატოლოგი ატარებს სისხლის საერთო და ბიოქიმიურ ანალიზს, სისიხლის პლაზმაში შიდასისხლძარღვების სისხლის მიმოქცევის მარკერების განსაზღვრის მიზნით.

მკურნალობა
დაავდების აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         დაავადების გამომწვეწი ძირითადი მიზეზის მკურნალობა;
·         ტრანსფუზიური თერაპია (პლაზმის გადასხმა);
·         მარილიანი ხნარები;
·         პოლიგლუკინი;
·         ალბუმინის ხსნარი;
·         ჰეპარინის შიდა, წვეთოვანი შეყვანა.

საშიშროება

დაავადების უყურადღებოდ დატოვების შემთხვევაში შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         ორგანიზმის ინტოკსიკაცია;
·         ტრომბოჰემორაგია;
·         მეორე ხარისხის სისხლდენა;
·         ღვიძლისა და თირკმლის უკმარისობა;
·         ჰემორაგიული შოკი.
შემთხვევების 30%-ში (განსაკუთრებით დაავადების მწვავე მინდინარეობის დროს) დგება ლეტალური შედეგი.

  ბილანიტი

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         ადამიანები, რომლებსაც აღენიშნებათ ანტითრომბინი III-ის დაბალი დონე;
·         ერითროციტოზით დაავადებული ადამიაენბი;
·         მოხუცები;
·         ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები (პიელონეფრიტი, შაქრიანი დიაბეტი).

პროფილაქტიკა
დაავდების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         ინფექციურ-სეპტიკური დაავადებების შეჩერება და დროული მკურნალობა;
·         ჰემოდიმანიკის, წყალ-ელექტროლიტური და მჟავა-ტუტოვანი ბალანსის კონტროლი;
·         ოპერატიული ჩარევისას ტრავმატულობის მაქსიმალურად შემცირება.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ