ჰიპოთირეოზი – ენდოკრინული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნცქციის დაქვეითება

0
921
ფარისებრი
#post_seo_title

ჰიპოთირეოზი – ენდოკრინული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნცქციის დაქვეითება. დაავადებას შეიძლება ჰქონდეს თანდაყოლილი ან შეძენილი ხასიათი.

მიზეზები
დაავადება ჩნდება ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ხანგრძლივი დეფიციტის ან უჯრედების დონეზე მათი ბიოლოგიური მოქმედების დაქვეითების გამო, რაც იწვევს ფარისებრი ჯირკვლის მუშაობის დარღვევას და ორგანოებისა და ქსოვილების ტეროიდული ჰორმონებით არასაკმარის მომარაგებას.
დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
·         მემკვიდრეობითი ფაქტორი;
·         დიფუზურ ტოქსიკური ჩიყვის გართულება (ბაზედოვის დაავადება);
·         იმუნური სისტემის დაქვეითება;
·         ფარისებრი ჯირკვლის ტრავმები;
·         ორგანიზმში იოდის უკმარისობა;
·         ჰიპოთალამუზის, ჰიპოფიზის დაავადებები.

სიმპტომები
დაავადების მახასიათებელი სიმტომებია:
·         სახის, ქუთუთოების, კიდურების შეშუპება;
·         კუნთების ტკივილი;
·         სისუსტე ხელებში;
·         კიდურებში ჩხვლეტის შეგრძნება;
·         კანის სიმშრალე;
·         თმის მტვრევა, ცვენა;
·         მეტყველების შენელება;
·         სმენის დაქვეითება;
·         ხმის ჩახრინწვა;
·         ბრადიკარდია;
·         პერიკარდიტი;
·         არტერიული ჰიპერთეზია;
·         ანემია;
·         თავის ძლიერი ტკივილი;
·         ქალებში მენსტრუალური ციკლისი დარღვევა;
·         მამაკაცებში სქესობრივი ფუნქციის დარღვევა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ენდოკრინოლოგი ატარებს:
·         სისხლის საერთო ბიოქიმიურ ანალიზს;
·         სისხლის იმუნოფერმენტულ ანალიზს;
·         ფარისებრი ჯირკვლის ბიოპსიას;
·         ფარისებრი ჯირკვლის ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         ფარისებრი ჯირკვლის სცინტიგრაფიას.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         ტირეოიდულ ჰორმონებს;
·         გლუკოკორტიკოსტეროიდულ პრეპარატებს;
·         იოდის შემცველ პრეპარატებს.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         ჰიპოტირეოიდული კომა;
·         ცენტრალური ნერვული სისტემის დაქვეითება;
·         მიოკარდის ინფარქტი;
·         უნაყოფობა;
·         თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;
·         იშემიური ინსულტი.
თანდაყოლილი ჰიპოთირეოზი (კრეტინიზმი) იწვევს გონებრივ ჩამორჩენას და ორგანიზმის ყველა სისტემის განვითარების დარღვევას. ჰიპოთირეოიდული კომა ხშირ შემთხვევებში მთავრდება ლეტალური შედეგით.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         ქალები;
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების მქონე ადამიანები;
·         თირკმელების უკმარისობის მქონე ადამიანები;
·         პერნიციოზული ანემიის მქონე ადამიანები;
·         დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანები.

  ენდოკრინულ პათოლოგიებს შორის წამყვანი ადგილი შაქრიან დიაბეტსა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებებს, ასევე სიმსუქნეს, მეტაბოლურ სინდრომს, ოსტეოპოროზს, ოსტეოპენიას, D-ვიტამინის ჰიპოვიტამინოზს, ერექციულ დისფუნქციას და სხვებს უკავია.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         საკვებში საკმარისი რაოდენობის იოდის მიღება;
·         სისხლში ჰორმონების დონის კონტროლი;
·         სუფთა ჰაერზე მეტი დროის გატარება;
·         სტრესული სიტუაციებისთვის თავსი არიდება.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ