ჰემორაგიული ვასკულიტი

0
1967
xr:d:DAGB0EEP1sk:43,j:3200231758942947848,t:24040812

ჰემორაგიული ვასკულიტი (შონლეინ-ჰენოხის პურპურა, რევმატული პურპურა, ალერგიული პურპურა) – სისტემური დაავადება, რომელსაც ახასიათებს წვრილი სისხლძარღვების ანთება.

მიზეზები
დაავადება ჩნდება ადამიანის ორგანიზმის იმუნური სისტემის დარღვევის შედეგად. ჰემორაგიული ვასკულიტის მიზეზებია:
·         მწვავე, ქრონიკული ბაქტერიალური ან ვირუსული ხასიათის ინფექციები (გრიპი, აივ-ინფექცია, სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები);
·         გენეტიკური მიდრეკილება;
·         ორგანიზმის ინტოკსიკაცია ბიოლოგიური საწამლავებით, ქმიური ნივთიერებებით;
·         ორგანიზმის ძლიერი გდახურება, ან პირიქით – გადაციება;
·         მწერების ნაკბენი;
·         ზოგიერთ ვაქცინაზე ორგანიზმის ინდივიდუალური რეაქცია;
·         კანის თერმული დაზიანება (მზის დამწვრობა).

ჰემორაგიული ვასკულიტის სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ამონაყარი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე;
·         სახსრების ტკივილი (განსაკუთრებით ფეხების);
·         სახსრების შესიება და ჰიპერემია;
·         შეტევის მსგავსი ტკივილი მუცლის არეში;
·         ღებინება და დიარეა სისხლის თანხლებით;
·         კანის საფარის სიფერმკრთალე ან მოლურჯო ფერი;
·         სახის დასიება;
·         სისხლიანი შარდი;
·         არტერიული წნევის აწევა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-რევმატოლოგი. მკურნალობის ფორმის დასადგენად ინიშნება:
·         სისხლის საერთო ბიოქიმიური ანალიზი;
·         შარდის ანალიზი;
·         კალას ანალიზი;
·         იმუნოლოგიური გამოკვლევა;
·         კანის ბიოპსია;
·         მუცლის ღრუს ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა.
შესაძლოა საჭირო გახდეს ჰემატოლოგის კონსულტაცია.

ჰემორაგიული ვასკულიტის მკურნალობა
მკურნალობის პროცესი მოიცავს:
·         გლუკოკორტიკოიდებს;
·         ციტოსტატიკებს;
·         პლაზმოფარეზს;
·         ჰემოსორბციას;
·         არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს.

დიეტა
მკურნალობის დროს რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ყველა ის პროდუქტი, რომელსაც შეუძლია ალერგიული რეაქციების გამოწვევა (შოკოლადი, ციტრუსი, ზღვის პროდუქტი, ქათამი, კვერცხი, თაფლი, თხილი) რეკომენდირებულია მხოლოდ მოხარშული პროდუქტის ჭამა.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         თირკმლის და ღვიძლის უკმარისობა;
·         ფილტვისმიერი სისხლდენა;
·         მუცლის ღრუს აბსცესი;
·         პოლინეიროპათია;
·         ნაწლავის ინვაგინაცია.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         გადაციება-გადახურებისგან თავის დაცვა;
·         ქრონიკული და მწვავე ინფექციების კერების რეგულარული სანაცია;
·         იმუნიტეტის გაძლიერება;
·         ფიზიკური დატვირთვის კონტროლი.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  სტენოკარდია
წინა სტატიაშითრომბოფლებიტი
შემდეგი სტატიაწყლულოვანი კოჟრი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ