ურემია

ურემია – წარმოადგენს დაავადებას, რომლის დროსაც ადამიანის ორგანიზმში აღინიშნება ცილოვანი ნივთიერებების ცვლის დარღვევა, რაც გამოწვეულია თირკმელების მუშაობის დარღვევით. დაავადება შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული ფორმის. 
 
მიზეზები
·         შოკი;
·         სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
·         ტრავმები;
·         დამწვრობა;
·         მოყინვა;
·         საკვებით მოწამვლა;
·         ნეფროსკლეროზი;
·         გლომერულონეფრიტი;
·         ქრონიკული ნეფრიტი;
·         პიელონეფრიტი;
·         საშარდე გზების გაუვალობა;
·         შეშუპება;
·         თირკმელების სისხლძარღვების გაჭედვა;
·         თიკმელებში კისტების გაჩენა;
·         თირკმელებში კენჭები;
·         შაქრიანი დიაბეტი;
·         წინამდებარე ჯირკვლის ადენომა. 
 
სიმპტომები
·         ორგანიზმის ინტოქსიკაცია;
·         ღია ფერის შარდი;
·         მცირერიცხოვანი შარდვა;
·         სისხლში აზოტის მომატება;
·         პრეკამატოზური მდგომარეობა;
·         კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოშლა;
·         მადის დაკარგვა;
·         საკვებზე უარის თქმა;
·         დიდი რაოდენობით წყლის მოხმარება;
·         პირში მწარე გემო;
·         პირიდან ამიაკის სუნი;
·         დიარეა სისხლდენით;
·         ცენტრალური ნერვული სისტემის მოშლა;
·         სასუნთქი გზების გაღიზიანება;
·         სხეულის ტემპერატურა 35С;
·         მხედველობის მკვეთრი დაქვეითება ან სიბრმავე;
·         კაქესია;
·         ანემია;
·         კანის სიმშრალე;
·         ქავილი მთელ სხეულზე;
·         ტროფიკული წყლულები;
·         ანთებითი პროცესები;
·         კანის საფარზე ნადები.
 
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
·         უროლოგთან ვიზიტი;
·         შარდის საერთო ანალიზი;
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         შარდ-სასქესო გზების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         შარდის ბუშტის და თირკმელების კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია;
·         რენტგენოგრაფია;
·         ძრითადი დაავადებების მკურნალობა.
 
მკურნალობა
·         კუჭის გამორეცხვა აზოტის შლაკებისგან გასაწმენდად;
·         ოყნები;
·         მოსადუნებელი საშუალებების გამოყენება;
·         ცილების შემცველი საკვების გამოყენების შეზღუდვა;
·         ვენაში 40%-იანი გლუკოზის შეყვანა;
·         გულის უკმარისობის საშუალებების მიღება.
 
საშიშროება
ძირითად საშიშროებას წარმოადგენს ორგანიზმის დაავადება აზოტის ნაერთებით, რამაც საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს ლეტალური შედეგი.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია დაავადების გამომწვევი სხვა ფაქტორების დროული მკურნალობა.

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  ლიმფოგრანულემატოზი - ლიმფური ქსოვილის ავთვისებიანი დაზიანება.

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ