ტრიქომონიაზი

0
157

ტრიქომონიაზი – იმ ინფექციებს შორის ყველაზე გავრცელებულ ფორმაა, რომლებიც გადაეცემა სქესობრივი ურთიერთობის დროს. დადგენილია, რომ ამ დაავადებით დაინფიცირებულია პლანეტის ყოველი მეათე მცხოვრები და უმეტესად სიმპტომები სხვა სგგდ-ების მსგავსია, ამიტომ დიფერენცირება ჭირს. ტრიქომონიაზს იწვევს წვრილი ერთუჯრედოვანი პარაზიტი
 
მიზეზები
დაავადების გამომწვევია – ვაგინალური ბაქტერია ტრიქომონადა (Trichomonas vaginalis).
 
სიმპტომები
სიმპტომები ქალებში:

შარდვისა და სქესობრივი კავშირისას ტკივილი;
ჰიპერემია და გარე სასქესო ორგანოების ქავილი;
გამონადენი, რომელსაც უსიამოვნო სუნი და მოყვითალო ფერი აქვს.

 
სიმპტომები მამკაცებში:

ურეტრადან გამონადენი, უსიამოვნო შეგრძნება შარდვისას;
გართულებების დროს პროსტატიტის განვითარება.

 
დიაგნოსტიკა

მიკროსკოპული მეთოდი;
მოლეკულარულ-ბიოლოგიური გამოკვლევები;
კულტურალური გამოკვლევა.

 
მკურნალობა

ანტიბიოტიკები;
დაავადების ფორმიდან გამომდინარე, შესაძლოა დაინიშნოს მთელი რიგი სამკურნალო პროცედურები;
მკურნალობის პერიოდში სქესობრივი კონტაქტისგან თავის შეკავება, რადგან ეს იწვევს პარტნიორის დაავადების საშიშროებას.

 
რისკის ჯგუფი
მოუწესრიგებელი სქესობრივი კავშირების მქონე ადამიანები.
 
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:

პირადი ჰიგიენის ნორმების დაცვა;
შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისგან თავის დაცვა;
დაცული სქესობრივი აქტი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ