სტენოკარდია

0
503

სტენოკარდია – დაავადება, რომელიც ხასიათდება გულის არეში დისკომფორტის, სიმძიმის განცდით, როცა ადამიანს აქვს ფიზიკური ან ემოციური დატვირთვა. ჩვეულებრივ, ტკივილის პროვოცირებას ფიზიკური აქტივობა ან სტრესი იწვევს, რაც, როგორც წესი, რამდენიმე წუთს გასტანს. ამ მოვლენას სტენოკარდიულ შეტევას უწოდებენ.
 
მიზეზები
სტენოკარდია იწყება გულის არტერიების ათეროსკლეროზის გამოვლინებით.
 
სიმპტომები

ტკივილი, რომელიც გადადის კისერსა და ქვედა ყბაზე;
თავბრუს ხვევა, გულყრა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა კარდიოგრაფია, ექოკარდიოგრაფია, ულრა-ბგერითი გამოკვლევა, გულმკერდის რენტგენი.
 
მკურნალობა

ენის ქვეშ ვალიდოლის აბის დადება პირველადი შეტევისას.
ნიტროგლიცერინი.
პრავასტატინი და ქოლესტერინის მოსაშორებელი სხვა პრეპარატები.
აუტოკორონარული შუნტირების საშუალებით შესაძლებელია გახეთქილი სისხლძარღვების ჩანაცვლება. ეს მკურნალობის ყველაზე პროგრესული მეთოდია.

დიეტა
აკრძალულია მლაშე, შებოლილი, ცხარე და ცხიმიანი საჭმელი. რეკომენდირებულია ბოსტნეული, ხილი, რძის ფაფები, ორთქლზე მოხარშული საკვები. კვება მიმართულია ორგანიზმში ქოლესტერინის დონის შემცირებისკენ.
 
საშიშროება
დაავადების გართულებაა მიოკარდის ინფარქტი, რაც შემთხვევების დიდ ნაწილში ლეტალური შედეგით სრულდება.
 
რისკ-ჯგუფი
ჰიპერტონიით დაავადებულები, ჭარბწონიანები, მწეველები, მაღალი ნერვულ-ფსიქოლოგიური დატვირთვის მქონე ადამიანები.
 
პროფილაქტიკა
ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორი კვება, სხეულის ნორმალური წონის ქონა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
წინა სტატიაშისტენდალის სინდრომი
შემდეგი სტატიასტომატიტი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ