ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარისამინისტროსაშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოდელი იცვლება

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოდელი იცვლება

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის მოდელი იცვლება და პაპ-ტესტიდან Hr-HPV დნმ ტესტირებაზე გადადის. ამ საკითხთან დაკავშირებით ეროვნულ სკრინინგ ცენტრში, თბილისის მასშტაბით, კიბოს სკრინინგის პროგრამაში ჩართული სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებისთვის ტრენინგი გაიმართა.

ტრენინგის მონაწილეებს ეროვნული სკრინინგ ცენტრის დირექტორი საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის პროგრამის ცვლილების მნიშვნელობაზე, ამ პროცესში ცენტრის ჩართულობასა და საშვილოსნოს ყელის კიბოს პროგრამის ეფექტიანად განხორციელების წინაპირობებზე ესაუბრა.

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  სატრანსპორტო საშუალება საჩუქრად აჭარის მთავრობამ გადასცა - დღის ცენტრის ფინანსური მხარდამჭერია აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights