სასხსრების კოქსართროზი – საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სერიოზული დაავადება

0
747

სასხსრების კოქსართროზი – საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის სერიოზული დაავადება. აღინიშნება მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანება. სტატისტიკის მიხედვით, სწორედ კოქსართროზი შეადგენს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებათა 39-48%-ს. დაავადება ვითარდება 50 წლის შემდეგ.

მიზეზები
·         თეძოების თანდაყოლილი ამოვარდნილობა;
·         თეძო-ბარძაყის სახსრის დისპლაზია;
·         თეძოს ძვლის თავის ასეპტიკური ნეკროზი;
·         თეძო-ბარძაყის სახსრის ტრავმები;
·         ოსტეომიელიტი.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         დაზიანებულ სახსარში ტკივილი;
·         მუხლების ტკივილი;
·         საზარდულის ტკივილი;
·         სუნთქვის გართულება;
·         კოჭლობა;
·         ქვედა კიდურების დამოკლება;
·         სისუტე კიდურებში.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტკას ატარებს ექიმი-ორთოპედი და ნიშნავს:
·         კლინიკურ დათვალიერებას;
·         კომპიუტერულ ტომოგრაფიას;
·         მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას;
·         სახსრების რენტგენს.

მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
·         ტკივილების მოხსნა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებით;
·         სისხლის გამაფართოვებელი პრეპარატების დახმარებით სისიხლის მიმოქცევის პროცესის გაუმჯობესება;
·         სპაზმირებული კუნთების მოსადუნებლად გამოიყენება მიორელაქსანტები;
·         რეგენერაციის პროცესის სტიმულაციისთვის გამოიყენება ქონდროპროტექტორები;
·         ძლიერი ტკივილის დროს გამაყუჩებელი პრეპარატების დანიშნვა;
·         ადგილობრივი თერაპია კომპრესების და მალამოების გამოყენებით;
·         ფიზიოთერაპია;
·         მანუალური თერაპია;
·         ღეროვანი უჯრედებით მკურნალობა;
·         ვარჯიში;
·         ზღვის წყალში ცურვა.
მესამე ხარისხის კოქსართროზის მკურნალობა რეკომენდირებულია ქირურგიული ჩარევით, რომლის დროსაც ხდება თეძო-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება.

საშიშროება
დაავადებისას ყველაზე დიდი საშიშროება არის ორგანიზმის სამოძრაო ფუნქციის დარღვევა. ასე რომ არ მოხდეს საჭიროა სპეციალისტთან ვიზიტი და მკურნალობის ჩატარება.

პროფილაქტიკა
·         50 წლის შემდეგ მძიმე ფიზიკური დატვირთვისგან თავის დაცვა;
·         ენდოკრინოლოგთან რეგულარული ვიზიტი;
·         რეგულარული ცურვა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  კოვიდის აფეთქება ამერიკაში, ყოველ დღე მილიონი შემთხვევა ფიქსირდება - გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას აფრთხილებს

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ