პეირონის დაავადება

0
816
xr:d:DAGB0EEP1sk:26,j:453035981249093337,t:24040811

პეირონის დაავადება – დაავადება, რომელიც ხასიათდება მამაკაცის სასქესო ორგანოს გამრუდებით.
დადგენილია, რომ მამაკაცების 3%-ს თანდაყოლილი აქვს სხვადასხვა სირთულის პეირონის დაავადება.

მიზეზები დაავადება ჩნდება მამაკაცის სასქესო ორგანოს ხვრელების თეთრ გარსში ნადების და პენისის კედლებზე, ურეთრასა და გვერდებზე  კეთილთვისებიანი წარმონაქმნების გაჩენით. ეს იწვევს პენისის გამაგრებას და ფიბროზული ქსოვილის გაზრდას.
პეირონის დაავადების მიზეზები:
·         სასქესო ორგანოს ტრამვები;
·         ათეროსკლეროზი;
·         იმუნური სისტემის მუშაობის დარღვევა;
·         შაქრიანი დიაბეტი;
·         პოდაგრა;
·         დამაკავშირებელი ქსოვილის დაავადებები;
·         ორგანიზმში Е ვიტამინის ნაკლებობა;
·         სისხლში სეროტონინის მომატება.

პეირონის დაავადების სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ერექციის დროს სასქესო ორგანოში ტკივილის შეგრძნება;
·         სასქესო ორგანოს გამრუდება (შეიძლება გამოვლინდეს ქვედა, მუცლის ან გვერდით მხარეს);
·         სასქესო ორგანოს კანქვეშ გამაგრებული ადგილის წარმოქმნა;
·         ერექციის დაქვეითება;
·         სასქესო ორგანოს ფუნქციონალური შეკვეცა.
დაავადების მიმდინარეობისას აღინიშნება გართულებისა და რემისიის პერიოდების ცვლილება (სიმპტომების შემცირება).

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ანდროლოგი. იმისათვის, რომ დადგინდეს პეირონის დაავადების მკურნალობის მეთოდები, ის აკეთებს ანამნეზის შეგროვებას და გამოკვლევას, რის შემდეგაც ნიშნავს:
·         სასქესო ორგანოს დათვალიერებას ხელოვნური ერექციის მდგომარეობაში;
·         სასქესო ორგანოს სისხლძარღვების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         სასქესო ორგანოს მაგნიტო-რეზონანსულ გამოკვლევას;
·         კავერნოზოგრაფიას (სასქესო ორგანოს რენტგენს).

პეირონის დაავადების მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს“
·         ქირურგიულ ჩარევას (ნადების მოშორება, სასქესო ორგანოს კორექცია);
·         ფალოპროტეზს, ფალოიმპლანტაციას;
·         ციტოსტატიკებს;
·         ვიტამინ Е-ს შემცველი პრეპარატების გამოყენებას;
·         ფიბრობლასტებისა და კოლაგენების წარმოშობის შემამცირებელ პრეპარატებს;
·         იმუნომოდულატორებს;
·         ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
·         ფიზიოთერაპიულ მკურნალობას (დისტანციური ლიტოტრიპსია, ელექტროფორეზი, კონტაქტური ლაზერომაგნიტური თერაპია).

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროულად მკურნალობა, წარმოიქნმნება შემდეგი დაავადებების განვითარების საშიშროება:
·         დეპრესია;
·         იმპოტენცია;
·         უნაყოფობა.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან 40-60 წელს გადაცილებული მამაკაცები

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია
·         ჯანსაღი ცხოვრების წესი;
·         სასქესო ორგანოს დაცვა ტრამვებისგან;
·         სისხლის ატეროგენული ფაქტორების გაკონტროლება;
·         ანდროლოგთან გამოკვლევის მუდმივად ჩატარება.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  გაჭიანურებული ორსულობა (გახანგრძლივებული ორსულობა) – ორსულობა, რომელიც გრძელდება 42 კვირაზე მეტს

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ