ობსტრუქციული ბრონქიტი – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ანთებითი პროცესი ბროქნებში ან ფილტვების ქსოვილში, რასაც თან ახლავს შეშუპება. გამოიყოფა მწვავე და ქრონიკური ობსტრუქციული ბრონქიტი. აღნიშნული დაავადება ძირითადად გვხვდება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მიზეზები
დაავადება აზიანებს ზედა და შუა ბრონქების ლორწოვან გარსს, იწვევს სპაზმს და ქსოვილის შევიწროვებას. ობსტრუქციული ბრონქიტის გამომწვევი მიზეზებია:
· მემკვიდრეობითი ფაქტორი;
· ცხვირ-ხახის ხშირი დაავადებები (მწვავე რესპირატორული სინდრომი, გრიპი);
· მწვავე ალერგიული რეაქცია;
· მოწევა;
· არასასურველი ეკოლოგიური სიტუაცია;
· გადაციება.
ობსტრუქციული ბრონქიტის სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· სუნთქვის გართულება;
· ჰიპოქსია (ჟანგბადის უკმარისობა);
· ქოშინი;
· ხმაურიანი სუნთქვა;
· შეტევისმაგვარი ხველა ნახველის გამოყოფით;
· მაღალი ტემპერატურა;
· ჭარბი ოფლიანობა (განსაკუთრებით ხელის გულებზე);
· არტერიალური ჰიპერთეზია;
· ორგანიზმის საერთო სისუსტე.
ბავშვებში შეიძლება აღინიშნებოდეს გულმკერდის, მხარის კორპუსის, მუცლის პრესის აქტიურობა სუნთქვის პროცესში.
დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასანიშნად ექიმი-პულმოლოგი ატარებს:
· სისხლის და შარდის საერთო ანალიზს;
· იმუნოლოგიურ სინჯებს;
· ფონენდოსკოპით ფილტვების მოსმენას;
· ბრონქოსკოპიას;
· ნახველის და ზედა სასუნთქი გზების გამონადენის გამოკვლევას;
· ფილტვების რენტგენოგრაფიულ გამოკვლევას;
· ფილტვების კომპიუტერულ ტომოგრაფიას.
ობსტრუქციული ბრონქიტის მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
· სპაზმოლიტიკურ პრეპარატებს;
· ბრონქების გასაფართოვებელ საშუალებებს;
· არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს;
· სიცხის დამწევ პრეპარატებს;
· ხველების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
· ამოსახველებელ საშუალებებს;
· ინჰალაციას;
· სითხის ჭარბ მიღებას;
· გულმკერდის მასაჟს.
საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროულად მკურნალობა, შესაძლოა წარმოიშვას შემდეგი სახის გართულებები:
· ფილტვების ანთება;
· სუნთქვის მწვავე უკმარისობა;
· ბრონქიალური ასთმა;
· ქრონიკული ფილტვისმიერი გულის ფორმირება;
· ფილტვების ემფიზემა;
· ტუპერკულოზი;
· ფილტვის კიბო.
შესაძლოა ლეტალური შედეგი.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· ალერგიული რეაქციებისკენ მიდრეკილი ადამიანები;
· ანამნეზში ატოპიური დერმატიტის მქონე ადამიანები;
· დაბინძურებულ გარემოში და ჰაერზე დიდხანს მყოფი ადამიანები (მეშახტეები, მშენებლები, რკინიგზელები);
· მწეველები.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· ლარინგოლოგიური ორგანოების დაავადებების დროული მკურნალობა;
· სპეციალური სუნთქვის ვარჯიშების შესრულება;
· იმუნიტეტის გაძლიერება;
· სამუშაო ადგილის და სახლის მუდმივად განიავება.