რა არის ნევრალგია და როგორ ვუმკურნალოთ მას?

0
746
ნევრალგია
#post_seo_title

ნევრალგია – დაავადება, რომელიც წარმოადგენს ნერვების დაზიანებას, რასაც თან ახლავს ძლიერი ტკივილი. ხშირად ემართებათ ხანდაზმულ ადამიანებს. ნევრალგია არ აღინიშნება ბავშვებში.
ნევრალგიის ძირითად სახეობებში გამოიყოფა:
·         სამწვერა ნერვის ნევრალგია;
·         ნეკნთშორისი ნევრალგია;
·         ენისა და საყლაპავის ნევრალგია;
·         თეძოს ნერვის ნევრალგია;
·         იშიასი;
·         ბარძაყის გარე კანის ნერვის ნევრალგია;
·         კეფის ნერვის ნევრალგია.

მიზეზები
დაავადების წარმოშობის მიზეზებია:
·         ნერვების დამაზიანებელი ტრავმები;
·         ნერვის ანთებითი ან ინფექციური დაავადებები;
·         სიცივეში დიდხანს ყოფნა;
·         ნერვული სისტემის დაავადება;
·         გულსისხლძარღვთა დაავადება;
·         შაქრიანი დიაბეტი.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         სახის ქვედა ნაწილის ტკივილი და გრძნობის დაკარგვა;
·         გულმკერდის არეში ტკივილი;
·         თეძოში ტკივილი, რომელიც მთელი სიმწვავით გადადის ფეხის ბოლომდე;
·         პულსირებადი ტკივილი ზურგის არეში, რომელიც გადადის თავზე და აწვება თვალებს.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:
·         ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         რენტგენოგრაფია;
·         კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ფიზიოთერაპევტულ მეთოდებს;
·         ნემსებით ჩხვლეტას;
·         ანთების საწინააღმდეგო და გასაუმტკივარებელ საშუალებებს;
·         გამაყუჩებელ ინექციებს;
·         В ჯგუფის ვიტამინებს;
·         კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატებს;
·         ელექტრომანუალურ თერაპიას.

საშიშროება
მკურნალობის არარსებობა იწვევს შემდეგი სახის გართულებებს:
·         ნევრიტი;
·         პარეზი;
·         ჟანგბადის ნაკლებობა ნერვებში;
·         სუნთქვის დარღვევა;
·         პარალიჩი.

რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
·         ნივთიერებათა დარღვევის მქონე ადამიანები;
·         შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანები;
·         ჰიპერტონიით დაავადებულები;
·         სკლეროზით დაავადებულებები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         გადაციებისა და ზედმეტი ფიზიკური დატვირთვისგან თავის დაცვა;
·         საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების დროული მკურნალობა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  პოლიომიელიტი, ფაქტები, რა უნდა იცოდეთ - ვირუსი აღწევს ნერვულ სისტემაში და უპირველეს ყოვლისა, აზიანებს ზურგის ტვინის ან თავის ტვინის ნერვებს

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ