მიელომა – ონკოლოგიური დაავადება

0
680
მიელომა - ონკოლოგიური დაავადება
#image_title

მიელომა  – ონკოლოგიური დაავადება, რომელსაც ახასიათებს იმუნური ფუნქციის შემსრულებელი უჯრედების სიმსივნით დაავადება.

მიზეზები
დაავადების განვითარების ზუსტი მიზეზები დაუდგენელი, თუმცა სახლდება შემდეგი ფაქტორები:
·         ტოქსიკური ნივთიერებების ხანგრძლივი ზემოქმედება;
·         რენტგენის სხივების ზემოქმედება;
·         ანტიბიოტიკების უკონტროლოდ მიღება;
·         ტუპერკულოზი.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         საერთო სისუსტე;
·         წონის სწრაფად დაკარგვა;
·         ძვლების ტკივილი, რომელიც ძლიერდება მოძრაობის დროს;
·         მარეციდივირებელი ბაქტერიული ინექციები;
·         ძვლებზე შეშუპებების გაჩენა;
·         სპონტანური მოტეხილობები;
·         ხერხემლის გამრუდება;

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ონკოლოგი. მკურნალობის დასადგენად ინიშნება:
·         სისხლის საერთო ანალიზი;
·         სისხლის ბიოქიმიური ანალიზი;
·         შარდის საერთო ანალიზი;
·         ძვლების რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
·         ძვლის ტვინის ბიოპსია;
·         იმუნოლოგიური გამოკვლევა;
·         ციტოგენეტიკური გამოკვლევა;
·         შინაგანი ორგანოების ულტრა-ბგერითი გამოკვლევა;
·         სპირალური კომპუტერული ტომოგრაფია.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ქიმიოთერაპიას;
·         ერითროციტების გადასხმას;
·         სისხლში წითელი სხეულების გამოსამუშავებელ პრეპარატებს;
·         პლაზმაფარეზს;
·         გლუკოკორტიკოიდებს;
·         ციტოსტატიკებს;
·         D ვიტამინისა და კალციუმის შემცველ პრეპარატებს;
·         სხივურ თერაპიას.

საშიშროება
თუ არ მოხება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა შემდეგი სახის გართულებების განვითარება:
·         ღვიძლის უკმარისობა;
·         ანემია;
·         მიოკარდის ინფარქტი;
·         ინსულტი;
·         სეპსისი;
·         მეორადი ამილოიდოზი;
·         ძვლების დაშლა.
ლეტალური შედეგი შეიძლება დადგეს 1-4 წლის შემდეგ.

რისკის ჯგუფი
·         მამრობითი სქესის წარმომადგენლები;
·         40 წელს ზევით ადამიანები;
·         მავნე საწარმოებში მომუშავეები.

პროფილაქტიკა
სამწუხაროდ, დაავადების პროფილაქტიკისთვის რაიმე განსაკუთრებული მეთოდი არ არსებობს.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  წითურა

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ