მეჭეჭები კანის დაავადება, რომელსაც ახასიათებს კეთილთვისებიანი წარმონაქმნები

0
1364
მეჭეჭები კანის დაავადება

მეჭეჭები – კანის დაავადება, რომელსაც ახასიათებს კეთილთვისებიანი წარმონაქმნები.

მეჭეჭები ჩვეულებრივ ლოკალიზდებიან სახეზე და ხელებზე, მაგრამ ისინი შეიძლება გაჩნდეს ასევე ნებისმიერ ადგილას.

ბავშვებს უფრო ხშირად უჩნდებათ მეჭეჭები, ვიდრე  უფროსებს. რიგ შემთხვევებში მეჭეჭები ჩნდება დაბადებიდან (გადადიან მშობიარობის მომენტში).
გამოიყოფა მეჭეჭების შემდეგი სახეობები:
·         ჩვეულებრივი მეჭეჭები;
·         პლანტარული მეჭეჭები (ფეხის მეჭეჭები);
·         ბრტყელი მეჭეჭები (სახის, ხელის მეჭეჭები);
·         გენიტალური მეჭეჭები (გადადის სქესობრივი გზით);
·         სენილური მეჭეჭები.

მიზეზები
მეჭეჭების გაჩენის მიზეზი ხდება ადამიანის პაპილომას ვირუსი, რომელიც გადაედება დაავადებულ ადამიანთან კონტაქტისას ან საერთო ნივთების ქონის შემთხვევაში.
მეჭეჭების გაჩენაზე მოქმედი ფაქტორები:
·         კანის საფარის მიკროტრავმები;
·         ჭარბი ოფლის გამოყოფა;
·         დაბალი იმუნიტეტი;
·         მავნე ქიმიურ ნივთიერებებთან ურთიერთობა;
·         ხშირი სტრესი.

მეჭეჭების სიმპტომები
დაავადების სიმპტომებია:
·         რამოდენიმე მმ-იანი უხეში ამოზნექილი წარმონაქმნები კანზე;
·         ქავილი წარმონაქმნზე;
·         ტკივილი და კანის დაჭიმულობა;
·         დაზიანების შემთხვევაში მეჭეჭიდან იწყება ჭარბი სისხლდენა.
რიგ შემთხვევებში მეჭეჭებს აქვს კანის სხვა დაავადებების სიმპტომები, ამიტომ მათი გარჩევა მაზოლებისგან ზოგჯერ რთულია.

დიგნოსტიკა
მეჭეჭების მკურნალობის დასადგენად ექიმი-დერმატოლოგი ატარებს:
·         საერთო დათვალიერებას;
·         პჯრ-ს (პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის) ანალიზს;
·         ჰისტოლოგიურ გამოკვლევას.

მეჭეჭების მკურნალობა
მეჭეჭების მკურნალობა უნდა დანიშნოს ექმიმმა. დღეისათვის არსებობს მკურნალობის რამოდენიმე მეთოდი:
·         ლაზერული მოშორება;
·         კრიოდესტრუქცია;
·         ელექტროკოაგულაცია;
·         ქირურგიული მოშორება;
·         ქიმიური ნივთიერებით მოშორება.
მკურნალობა მიმდინარეობს ადგილობრივი პრეპარატების მიღების თანხლებით.
ზოგიერთი ტიპის მეჭეჭი შეიძება თავისთავად გაქრეს 12-18 თვის შემდეგ.

საშიშროება
არავითარ შემთხვევაში არ დაიწყოთ თვითმკურნალობა. მეჭეჭის მოკვეთა, გაჭრა ან მოწვა მხოლოდ გაართულებს პროცესს და მიგიყვანთ ახალი მეჭეჭების გაჩენამდე.
თუ დროულად არ დაიწყება მეჭეჭების მკურნალობა, შეიძლება მივიდეთ ავთვისებიანი წარმონაქმნების გაჩენამდე, როგორიცაა:
·         კანის კიბო;
·         სასქესო ორგანოების კიბო.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
·         ადამიანები, რომელბიც სქესობრივ პარტნიორს ხშირად იცვლიან;
·         ადამიანები, რომლებსაც აქვთ ორგანიზმში ჰორმონალური დარღვევები;
·         აივ-ინფიცირებულები.

  ძირმაგარა წარმოადგენს მტკივნეულ, ჩირქით სავსე კანის საფარის დაავადებას, რომელიც გამოირჩევა დიდი ზომებით

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         იმუნიტეტის გაძლიერება;
·         ფიზიკური ვარჯიშების შესრულება;
·         საკვებში ვიტამინებით მდიდარი პროდუქტების გამოყენება;
·         მჭიდრო ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე უარის თქმა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
წინა სტატიაშიმიალგია – ახასიათებს კუნთების ტკივილი
შემდეგი სტატიამეტეორიზმი კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგია
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ