კურდღლის ტუჩი – თანდაყოლილი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ზედა ყბის ქსოვილების განვითარების შეფერხება და ზედა ტუჩზე ნაპრალი

0
796
#image_title

კურდღლის ტუჩი – თანდაყოლილი დაავადება, რომელსაც ახასიათებს ზედა ყბის ქსოვილების განვითარების შეფერხება და ზედა ტუჩზე ნაპრალი.
ჩვეულებრივ, კურდღლის ტუჩის პრობლემით დაბადებულ ბავშვებში გვხვდება ასევე ყბა-სახის დეფექტი, როგორიცაა მაგალითად მგლის ხახა. კურდღლის ტუჩის დეფექტის გამოსწორება ხდება ბავშვის სიცოცხლის პირველი 6 თვის მანძილზე, თუ არ არსებობს რაიმე ხელის შემშლელი ფაქტორი ოპერაციის ჩატარებისთვის ან ბავშვი დღენაკლული არ არის. შემთხვევების 85-90%-ში ოპერაცია დადებით შედეგს იძლევა.

მიზეზები
დაავადება ჩნდება გენურ დონეზე მუტაციის განცდით. კურდღლის ტუჩის ნიშნები ვითარდება ფეხმძიმობის პერიოდში და მას იწვევს:
·         ტოქსიკოზი;
·         ძლიერი სტრესი;
·         ალკოჰოლისა და ნარკოტიკული ნივთიერებების გამოყენება;
·         მოწევა;
·         ანტიბიოტიკების ხანგრძლივი მიღება;
·         რადიაციული დასხივება;
·         გვიან ასაკში ფეხმძიმობა (35-40 წელი).
ჩამოთვლილი ფაქტორები ყველაზე დიდ საშიშროებას ბავშვისთვის წარმოადგენენ ფეხმძიმობის პირველი 2 თვის მანძილზე.

სიმპტომები
აღნიშნულ დეფექტს ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
·         სახის დეფორმაცია;
·         ნაპრალი ზედა ან ქვედა ტუჩის არეში;
·         ყლაპვისა და წოვის პროცესის დარღვევა;
·         კბილების დეფორმაცია;
·         მეტყველების ფუნქციის მოშლა.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს პლასტიკური ქირურგი, რისთვისაც საჭიროა პაციენტის საერთო დათვალიერება.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა ხდება ბავშვის დაბადებიდან პირველი 6 თვის მანძილზე. უფრო ადრეული ოპერაციები კეთდება განსაკუთრებული დაღვევების შემთხვევაში, მათ შეიძლება თან ახლდეს დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა. კურდღლის ტუჩის მოსაშორებლად არსებობს ოპერაციის რამოდენიმე ფორმა:
·         ჰეილოპლასტიკა – ნაპრალიანი ტუჩის აღდგენა სრული ანატამიური და ესთეტიკური შედეგის მისაღებად;
·         რინოჰეილოპლასტიკა – გულისხმობს ნაპრალიანი ტუჩის, ცხვირის ძგიდეების, პირის ღრუს ანომალიურად განვითარებული კუნთების კორექციას;
·         რინოჰეილოგნატოპლასტიკა – პლასტიკასთან ერთად ამ შემთხვევაში შედის ალვეოლიარული წანაზარდის დეფექტებისა და ზედა ყბის განუვითარებელი ნაწილის კორექციაც.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა – განსაკუთრებით ფეხმძიმობის დროს;
·         სტრესული სიტუაციებისთვის თავის არიდება;
·         სამკურნალო პრეპარატების მიღება მხოლოდ ექიმის კონტროლის ქვეშ.

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ჭიები (ჰელმინთოზი)

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ