კისერმრუდობა ხასიათდება კისრის დეფორმაციით, რომელიც გამოწვეულია კისრის კუნთების დაზიანებით

0
568

კისერმრუდობა – დაავადება ხასიათდება კისრის დეფორმაციით, რომელიც გამოწვეულია კისრის კუნთების დაზიანებით. დაავადებას შეიძლება ჰქონდეს თანდაყოლილი ან შეძენილი ხასიათი. თანდაყოლილი კისერმრუდობა ბავშვებში საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა.

მიზეზები
დაავადების მიზეზებია:
·         სამშობიარო ტრავმები;
·         ფეხმძიმობის პერიოდში კისრის არასწორი მდგომარეობა;
·         კისრის კუნთებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
·         კისრისა და ხერხელმის მიმდებარე კუნთების ხშირი დაძაბულობა;
·         ხერხემლის ტრავმები;
·         ანთებითი, დამწვრობის პროცესები, რაც იწვევს ნაწიბურების გაჩენას;
·         კისრის მალების გამრუდება;
·         შუა ყურის მწვავე ანთებითი პროცესები.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
·         დაზიანებული მხარისკენ თავის გადახრა;
·         სახე მიტრიალებულია ჯანსაღი ნაწილისკენ;
·         დაზიანებული ნაწილისკენ მხარი აწეულია;
·         თავის ნაკელები მოძრაობა;
·         კისრის კუნთების ზომების გადიდება;
·         სახის ასიმეტრია;
·         სქოლიოზის განვითარება.
კისერმრუდობა ბავშვებში ვლინდება დაბადებიდან 10 დღის შემდეგ.

დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ორთოპედი, რისთვისაც საჭიროა:
·         ხერხემლის კისრის ნაწილის რენტგენოგრაფია;
·         ხერხემლის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         სისხლძარღვების რეოენცეფალოგრაფია;
·         ელექტრომიოგრაფიული გამოკვლევა.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         კისრის კუნთების მასაჟს;
·         სამკურნალო ვარჯიშს;
·         დაზიანებული კუნთის გათბობას;
·         ფიზიოთერაპიას;
·         ქირურგიულ ჩარევას.

საშიშროება
აღნიშნული დაავადების უყურადღებოდ დატოვებამ შეიძლება გამოიწივიოს შემდეგი სახის გართულებები:
·         თავის ქალის სქოლიოზი;
·         ხერხემლის გამრუდება;
·         ჰიდროცეფალია;
·         ხერხემლის არხის სტენოზი;
·         სახის ასიმეტრია;
·         პერინატალური ენციფალოპათია.

რისკის ჯგუფი
ამ ჯგუფში შედიან:
·         საკეისრო კვეთით დაბადებული ბავშვები;
·         ახალშობილები, რომლებმაც მიიღეს მშობიარობამდე ან სამშობიარო ტრავმები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ორთოპედიული მატრასებისა და ბალიშების გამოყენება;
·         მეძუძური ბავშვების დაწვენისას თავის მდგომარეობის მონაცვლეობა;
·         კისრისა და ხერხემლის კუნთების სამკურნალო მასაჟის გაკეთება.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ფილტვისმიერი გული – გულის დაავადება, რომელსაც ახასიათებს მარჯვენა წინაგულისა და პარკუჭის გადიდება. დაავადების მწვავე ფორმა შეიძლება განვითარდეს ძალიან სწრაფად

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ