კენჭები თირკმელებში – დაავადება, რომლის დროსაც თირკმელებში ჩნდება მკვრივი, კრისტალური წარმონაქმნები, რომელბიც შედგება მარილებისგან

0
647
კენჭები თირკმელში
#post_seo_title

კენჭები თირკმელებში (თირკმელკენჭოვანი დაავადება – ნეფროლიტიაზი) – დაავადება, რომლის დროსაც თირკმელებში ჩნდება მკვრივი, კრისტალური წარმონაქმნები, რომელბიც შედგება მარილებისგან.

ქვები განსხვავდება ზომების (რამოდენიმე მმ-დან 10 სმ-მდე) და ფორმის მიხედვით. რიგ შემთხვევებში ქვები ხვდება შარდის ბუშტში, ან იჭედება შარდსადინარებში.

მიზეზები
დაავადების გამომწვევი ძირითადი მიზეზებია:
·         მემკვირეობითი მიდრეკილება;
·         ორგანიზმში ჭარბი კალციუმის შემადგენლობა;
·         სისხლში შარდმჟავას ჭარბი რაოდენობა;
·         ნივთიერბათა ცვლის დარღვევა;
·         სითხის არასაკმარისი მიღება ან ჭარბად დაკარგვა;
·         თირკმლის ინფექციები.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         მუცლის ქვედა ნაწილში ან გვერდებში მწვავე ტკივილები;
·         ხშირი შარდვა;
·         მტკივნეული შარდვა;
·         გულის რევა, ღებინება;
·         მცირე და ხშირად შარდვა;
·         შარდთან ერთად ქვიშისმაგვარი ნარევის გამოყოფა;
·         სისხლდენა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-უროლოგი ატარებს:
·         შარდის საერთო ანალიზს;
·         თირკმელების ულტრა-ბგერით გამოკვლევას;
·         თირკმელების რენტგენს;
·         ეკსკრეტორულ რენტგენოკონტრასტულ უროგრაფიას;
·         თირკმელების კომპიუტერულ ტომოგრაფიას.

მკურნალობა
თირკმელებიდან კენჭების მოცილება შეიძლება შემდეგი მეთოდებით:
·         ღია აბდომინური ოპერაცია;
·         ენდოსკოპიური და ლაპარასკოპიური ოპერაცია;
·         წელის არეში პუნქციით ქვების დაშლა;
·         ულტრაბგერითი ზემოქმედებით ქვების დაშლა.
წამლებიდან პაციენტს ენიშნება:
·         ანალგეტიკები;
·         სპაზმოლიტიკები;
·         დიურეტიკები.

დიეტა
დიეტა ინიშნება იმის მიხედვით, თუ რა ტიპის მარილებისგან შედგება კენჭები. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს:
·         პროდუქტები, რომელბიც შეიცავენ ოქსალიკის მჟავას – მჟაუნა, კაკაო, შოკოლადი, მწვანე ჩაი, შემწვარი ხორცი, ხორცისა და თევზის მსუყე წვნიანები;
·         ხორცი, თევზი, ქათამი, ყველი, კვერცხი;
·         რძემჟავა პროდუქტები, მცენარეული საკვები.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების დროული მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი სახის გართულებები:
·         თირკმლის კოლიკა;
·         პიელონეფრიტი;
·         თირკმლის უკმარისობა.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან
·         ცხელ კლიმატში მაცხოვრებლები;
·         ნაწლავის, კუჭის, თირკმელების დაავადების მქონე პირები;
·         ენდოკრინული დარღვევების მქონე პირები;
·         მოხუცები, ოსტეოქონდროზითა და ოსტეომიელიტით დაავადებულები.

  თირ­კმლე­ბის პო­ლი­კის­ტო­ზი მემკვიდრეობითი ავად­მყო­ფო­ბა­ა, რომ­ლის დრო­საც თირ­კ­მ­ლებ­ში მრავალი სითხის შემ­ცვე­ლი ბუშ­ტუ­კი წარმოიქმნება

პროფილაქტიკა
პროფიალქტიკისთვის რეკომენდირებულია
·         დაბალანსებული დიეტა;
·         დღის მანძილზე აუცილებელი რაოდენობის სითხის მიღება (2 ლ დღეში);
·         თირკმელებისა და შარდმდენი გზების დაავადებების დროული მკურნალობა.

გადმოწერე აპლიკაცია „შენი ექიმი“ – პირველი ქართული სამედიცინო პლატფორმა!
მიიღე სანდო და აქტუალური ინფორმაცია ჯანმრთელობის შესახებ – საქართველოდან და მთელი მსოფლიოდან.
author avatar
SheniEkimi.ge
დამოუკიდებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური მედია — ფაქტებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია. შენთვის და შენი საქართველოსთვის. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ