კატარაქტა – დაავადება, რომელსაც ახასიათებს თვალის ლინზის გამჭვირვალობის დარღვევა. კატარაქტა შეიძლება განვითარდეს როგორც ერთ, ისე ორივე თვალზე. კატარაქტა წარმოადგენს თვალის ყელაზე გავრცელებულ დაავადებას მოხუცებში, რომლის მკურნალობას დიდი დრო სჭირდება.
მიზეზები
კატარაქტას გამომწვევი მიზეზებია:
· მემკვიდრეობითი მიდრეკილება;
· მოხუცებულობა;
· ენდოკრინული ჯირკვლის ანთებითი პროცესები;
· თვალების ტავმები ან დაავადებები;
· ხანგრძლივი ულტრაიისფერი ან სინათლის დასხივება;
· ინტოქსიკაცია;
· ორგანიზმში ანტიოქსიდანტების უკმარისობა.
ბავშვებში კატარაქტა ძირითადად თანდაყოლილია და ვლინდება სიცოცხლის პირველ თვეებში.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სახის სიმპტომები:
· საგნების გაორება (დიპლოპია);
· მხედველობის გაუარესება (ახლომხედველობა);
· თვალების დაბინდვა;
· მკვეთრი მხედველობის დაკარგვა;
· ღამის პერიოდში ნაპერწკლების გაჩენა თვალებში;
· საგნების მოყვითალო შეფერილობით დანახვა;
· მძაფრი შუქისადმი გაზრდილი მგრძნობელობა;
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ოფთალმოლოგი, რისთვისაც ნიშნავს:
· ვიზომეტრიას;
· პერიმეტრიას;
· ფერებზე ტესტირებას;
· ბიომიკროსკოპიას;
· ტონომეტრიას;
· ოფთალმოსკოპიას;
· თვალის ულტრა-ბგერით სკანირებას;
· რეფრაქტომეტრიას;
· თვალის ულტრა-ბგერით ბიომიკროსკოპიას;
· ელექტროოკულოგრაფიას.
მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
· თვალის წვეთებს;
· ფიზიოთერაპიას;
· ოპერაციულ ჩარევას.
საშიშროება
მკურნალობის არარსებობა გამოიწვევს ისეთ გართულებებს, როგორიცაა:
· თვალის ბადურის დაშლა;
· მეორადი გლაუკომა;
· სრული სიბრმავე.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
· მოხუცები;
· შაქრიანი დიაბეტით დაავადებულები;
· ადამიანები, რომლებიც ხანგრძლივად იღებდნენ გლუკოკორტიკოსტეროიდების;
· თვალების დაავადებების, ტრავმების ან ოპერაციების მქონე ადამიანები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· ვიტამინებით მდიდარი პროდუქტების გამოყენება;
· თვალების დაცვა ულტრაიისფერი დასხივებისგან;
· კომპიუტერთან მუშაობისას დამცავი სათვალის გამოყენება და ყოველ 45 წუთში შესვენება;
· პრეპარატების მიღება, რომლებიც შეიცავენ მხედველობის გასაუმჯობესებელ ვიტამინებს.