იშემიური კოლიტი წარმოადგენს მსხვილი ნაწლავის რთულ, ქრონიკულ დაავადებას

0
542
#image_title

იშემიური კოლიტი – წარმოადგენს მსხვილი ნაწლავის რთულ, ქრონიკულ დაავადებას, რომელიც წარმოიშვა იშემიის შედეგად.
ნაწლავის იშემიური დაავადების შედეგად აქტიურდება დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ ნაწილავში. ეს ხელს უწყობს ანთებითი პროცესების დინამიურ განვითარებას, რაც იწვევს სისხლდენას, ტკივილს და საერთო დისკომფორტს.

მიზეზები
·         ზედა ან ქვედა მეზენტერიალური არტერიების ათეროსკლეროზი;
·         სისხლძარღვების შეკუმშვა, რომლის გამო წარმოიშობა შეშუპება;
·         შეხორცებები;
·         ლიმფური კვანძების გადიდება;
·         სისხლძარღვების ანომალია;
·         ინფექციური ენდოკარდიტი;
·         დამაკავშირებელი ქსოვილის დაავადება;
·         რევმატოიდული ართრიტი;
·         ქრონიკული ვასკულიტი;
·         კვანძოვანი პანართერიიტი;
·         მიკროსფეროციტული ანემია;
·         აორტოარტერიიტი.

სიმპტომები
·         ძლიერი ტკივილი მუცლის არეში;
·         მჭრელი ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში;
·         დაჭიმულობა და ტკივილი ჭიპის არეში;
·         დისპეპსიური აშლილობა;
·         ღებინება;
·         მადის დაქვეითება;
·         შეკრულობა;
·         ფაღარათი;
·         წონაში დაკლება;
·         ნაწლავიდან სისხლდენა;
·         აბდომინალური სინდრომი (მუცლის დაჭიმულობა, მუცლის ღრუს გაღიზიანება);
·         მუცლის პალპაციისას გაძლიერებული ტკივილი.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკა ხდება შემდეგნაირად:
·         გამოცდილ გასტროენტეროლოგთან ვიზიტი;
·         სისხლის საერთო ანალიზის ჩატარება;
·         კოლონოსკოპია;
·         მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია;
·         დოპლერის მეთოდით ულტრასონოგრაფია;
·         ანგიოგრაფია.

მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მოიცავს:
·         დიეტა და ჯანსაღი კვება;
·         სითხის საკმაო რაოდენობით მიღება;
·         სისხლძარღვების სამკურნალო პრეპარატების მიღება;
·         В ჯგუფის ვიტამინების და ასკორბინის მჟავას მიღება;
·         რკინის შემცველი პრეპარატების მიღება ანემიის დროს;
·         ტკივილების დროს ანალგეტიკური საშუალებების მიღება;
·         სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია;
·         ქირურგიული სტაციონარი.

საშიშროება
ქრონიკული იშემიური კოლიტისას შესაძლოა განვითარეს ნაწლავის ნეკროზი პერიტონიტის თანხლებით, მწვავე სისხლდენა ნაწლავიდან, ავთვისებიანი სიმსივნეების გაჩენა და ა.შ.

პროფილაქტიკა
დაავადების თავიდან ასაცილებლად რეკომენდირებულია:
·         დიეტის დაცვა;
·         რეგულარული კვება (დღეში მინიმუმ 3-ჯერ);
·         კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების დროული მკურნალობა;
·         გასტროენტეროლოგთან რეგულარული ვიზიტი;
·         ათეროსკლეროზის აღმოჩენის შემთხვევაში მისი დროული და საფუძვლიანი მკურნალობა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  პულპიტი – დაავადება, რომელიც ხასიათედება ანთებითი პროცესით, რომელიც კბილის სისხლძარღვებითა და ნერვებით დაფარულ რბილ ქსოვილს აზიანებს

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ