ინსულტი – თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა. ინსულტს კიბოსა და გულსისხლძარღვთა დაავადების შემდეგ მესამე ადგილი უჭირავს სიკვდილის გამომწვევ დაავადებათა შორის. გამოიყოფა ინსულტის შემდეგი ტიპები:
· იშემიური;
· ჰემორაგიული;
· სუბარაქნოიდული.
მიზეზები
ინსულტის გამომწვევი მიზეზებია:
· სხეულის ჭარბი წონა;
· თავის ტივნის სისხლძარღვების თრომბოზი;
· თავის ტვინის სისხლძარღვების ათეროსკლეროზი;
· ემბოლია;
· არტერიების სუსტი კედლები;
· ანევრიზმა;
· არტერიული ჰიპერტენზია;
· ტრავმა.
სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
· სახის კუნთების, კიდურების გათიშვა, განსაკუთრებით ცალი მხრის კიდურების;
· მეტყველების გართულება;
· მხედველობის დაქვეითება ერთ ან ორივე თვალში;
· თავბრუს ხვევა;
· მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა;
· ძლიერი თავის ტკივილი;
· გახშირებული გულისცემა;
· მაღალი არტერიული წნევა;
· სახის სიწითლე.
დიაგნოსტიკა
დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ნერვროლოგი ატარებს შემდეგ გამოკვლევებს:
· სისხლის საერთო ანალიზი;
· შარდის ანალიზი;
· თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;
· თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
· სისხლძარღვების ანგიოგრაფია;
· არტერიების დეპლეროგრაფია;
· გულის ულტრა-ბგერითი გამოკვლევა ან ექოკარდიოგრაფია.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობაში შედის:
· ტვინში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატები;
· არტერიული წნევის მარეგულირებელი პრეპარატები;
· ტრომბოლიტიკები;
· კორტიკოსტეროიდები;
· გულის გლიკოზიდები;
· ფიზიოთერაპია;
· მასაჟი, აღდგენითი ვარჯიში.
საშიშროება
დაავადების გართულებას შეიძლება მოჰყვეს:
· სხეულის ერთი ნაწილის პარეზი, პარალიჩი;
· კომა;
· ნევროპათია;
· უროდინამიკის დარღვევა;
· სუნთქვის და გულის ფუნქციის დარღვევა;
· მეტყველების დარღვევა;
· მეხსიერების დარღვევა;
· გონებრივი აქტივობის დარღვევა;
· მხედველობის დაქვეითება.
ხშირ შემთხვევაში განმეორებითი ინსულტი იწვევს ლეტალურ შედეგს.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს წარმოადგენენ:
· მოხუცები;
· გულის დაავადების მქონე პირები;
· შაქრიანი დიაბეტის მქონე პირები;
· ჰიპერტონიით დაავადებულები;
· ტრანზიტორული იშემიური შეტევებისკენ მიდრეკილი პირები.
პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
· არტერიული წნევის კონტროლი;
· სისხლში შაქრის დონის კონტროლი;
· სისხლძარღვების დაავადებების დროულად მკურნალობა;
· იშემიური დაავადების მქონე პირებისთვის სპეციალური დიეტის დაცვა.