თვალთვალის მანია – ფსიქიკური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ადამიანის მხირად მუდმივი შიში, რომ ვიღაც უთვალთვალებს

0
488

თვალთვალის მანია – ფსიქიკური დაავადება, რომელსაც ახასიათებს ადამიანის მხირად მუდმივი შიში, რომ ვიღაც უთვალთვალებს, მუდმივად მოუსვენრად არის და საეჭვო ქცევები აქვს. როგორც ბოდვის სხვა სახეობები, ესეც მიეკუთვნება სიგიჟის ნიშნებს.

მიზეზები
დაავადების წრამოშობის ზუსტი მიზეზები დაუდგენელია. ექიმები ვარაუდობენ, რომ მიზეზები შეიძლება იყოს:
·         გენეტიკური მიდრეკილება;
·         ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობის მოშლა;
·         ფსიქოლოგიური ტრავმები;
·         ალკოჰოლით მოწამვლა;
·         მედიკამენტებით მოწამვლა;
·         თავის ტვინის დაზიანება;
·         სტრესული აშლილობა.

სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს:
·         პაციენტს აქვს მუდმივი განცდა, რომ ვიღაც უთვალთვალებს და ემუქრება;
·         თვითიზოლაციისკენ მიდრეკილება;
·         ჩაკეტილობა;
·         უნდობლობა ადამიანების მიმართ;
·         ძილის წინ შიშის გამო უძილობა;
·         აგრესიისა და შიშის შეტევები;
·         საეჭვო ქცევები;
·         მუდმივი დაძაბულობა.

დიაგნოსტიკა
დაავადების მკურნალობის დასადგენად დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ფსიქოთერაპევტი, რომელიც ჯერ გაესაუბრება პაციენტს და ნიშნავს შემდეგ გამოკვლევებს:
·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         თავის ტვინის რენტგენოგრაფია;
·         ელექტროენცეფალოგრაფია.

მკურნალობა
აუცილებელი მკურნალობა მოიცავს:
·         ელექტროშოკურ თერაპიას;
·         დამამშვიდებელ პრეპარატებს;
·         ტრანკვილიზატორებს;
·         ფსიქოტროპულ პრეპარატებს;
·         ფსიქოთერაპიას.

საშიშროება
დროული მკურნალობის არარსებობამ შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სახის გართულებები:
·         შიზოფრენია;
·         პარანოია;
·         დეპრესია;
·         საკუთარი თავისა და სხვებისთვის ზიანის მიყენება.

რისკის ჯგუფი
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების მქონე ადამიანები;
·         თავის ტრავმების ან თავის ტვინზე ოპერაციის გადამტანი ადამიანები;
·         ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
რეკომენდირებულია:
·         ექიმ-ფსიქოთერაპევტთან კონსულტაცია;
·         თავის ტრავმებისგან თავის დაცვა;
·         ნარკოტიკებისა და ჭარბი ალკოჰოლის მიღებაზე უარის თქმა;
·         აქტიური ცხოვრების სტილის ქონა.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  დღეისათვის ბრონქიტი აღიარებულია სასუნთქი ორგანოების ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დაავადებად

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ