ვულვოვაგინიტი

0
631
xr:d:DAGBhznMY_s:36,j:2354680620193756122,t:24040512

ვულვოვაგინიტი – გარე სასქესო ორგანოების, ვულვის (ვულვიტი) და საშოს ლორწოვანი გარსის (ვაგინიტი) ანთებითი პროცესი. ამ დაავადებით ყველაზე ხშირად გოგონები, ასაკოვანი და მომწიფებული ასაკის ქალბატონები (იშვიათად) იტანჯებიან. გამოყოფენ დაავადების მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. ბავშვებში ვულვოვაგინიტი აქტიურად ვლინდება ორიდან ცხრა წლამდე.

მიზეზები
დაავადების მიზეზები შეიძლება იყოს:
·         ნაწლავის ან საშარდე სისტემის დისბაქტერიოზი;
·         ჰორმონების ხანგრძლივი მიღება;
·         ვაგინალური ტამპონების გამოყენება, რაც ხელს უწყობს ბაქტერიების გავრცელებას და ზღუდავს ჟანგბადის მიწოდებას;
·         არაჰიგიენურობა;
·         სასქესო ორგანოს გადაჭარბებულად მოვლა (ხშირი დაბანა საპნით), რომლის დროს ხდება სასარგებლო მიკროფლორის ჩამორეცხვა;
·         საკვერცხეების ფუნქციის დარღვევა.

სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
·         ქავილი, წვა, ტკივილი ვულვის არეში, რომელიც ძლიერდება სიარულსა და შარდვის დროს;
·         ვულვისა და ვაგინალური ხვრელის დასაწყისში სიწითლე და შესიება;
·         შარდვის დარღვევა;
·         საერთო სისუსტე;
·         გამონადენი უსიამოვნო სუნით;
·         სქესობრივი აქტის დროს დისკომფორტის განცდა.

დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
·         ანალიზები მიკოლაზმისა და ქლამიდიის დონის დასადგენად;
·         ლორწოვანი გარსის მდგომარეობის გამოკვლევა;
·         ბაქტერიალური დიაგნოსტიკა.

მკურნალობა
დაავადების სამკურნალოდ საჭიროა:
·         სასქესო ორგანოს დასაბანი ანტისეპტიკური ხსნარი;
·         ანტიბიოტიკების შემცველი სანთლები ფლორას მგრძნობელობის გათვალისწინებით;
·         ვულვისთვის განკუთვნილი მალამოს ან ემულსიის შემცველი საფენები.
ბავშვებში ვულვიტის მკურნალობა მოიცავს კომპლექსურ ანტიბაქტერიალურ თერაპიას.

საშიშროება
ქრონიკულმა ვულვიტმა შესაძლოა გამოიწვიოს:
·         მცირე სასქესო ბაგეების შეხორცება;
·         ვულვის ატროფია;
·         იმუნური სისტემის დარღვევა, სხვა დაავადებების მიმართ მგრძნობელობის გაზრდა.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში ხვდებიან გოგონები და ქალები:
·         რომლებსაც გადატანილი აქვთ სასქესო ორგანოების ანთებითი პროცესები;
·         რომლებიც ხანგრძლივად და უკონტროლოდ იღებენ ანტიბიოტიკებს;
·         რომლებსაც აწუხებთ მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
·         რომლებსაც აღენიშნებათ საშვილოსნოს ყელის ფონური პროცესები.

პროფილაქტიკა
·         ნებისმიერი ბაქტერიალური ან ვირუსული დაავადების მატარებლებთან კონტაქტის შეზღუდვა;
·         ქრონიკული ინფექციის კერების დროული მკურნალობა;
·         პირადი ჰიგიენის დაცვა;
·         იმუნიტეტის გაძლიერება და ჯანსაღი ცხოვრების წესის ქონა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ