ვეზიკულიტი (სპერმატოცისტიტი) – სათესლე ბუშტუკების დაავადება

0
582

ვეზიკულიტი (სპერმატოცისტიტი) – სათესლე ბუშტუკების დაავადება. დაავადება შეიძლება იყოს მწვავე და ქრონიკული. ხშირად ემართებათ მამაკაცებს, რომლებსაც აწუხებთ შარდ-სასქესო ორგანოების ქრონიკული დაავადებები, პირველ რიგში პროსტატიტი.

მიზეზები
დაავადებას იწვევს სხვადასხვა ჩირქოვანი ინფექცია, მაგალითად სტაფილოკოკი, ნაწლავის ჩხირი, ჰონოკოკი და სხვა. ასევე ვეზიკულიტი შეიძლება გახდეს პროსტატიტის, შარდსასქესო სისტემის დაავადებების, ანგინის ან გრიპის მიზეზი. ინფექცია შეიძლება ორგანიზმში მოხვდეს სისხლით ან სათესლე სადინარებიდან.
ინფექციების გარდა, დაავადების გამომწვევი მიზეზები შეიძლება იყოს:
·         მჯდომიარე სამუშაო, ნაკლები ფიზიკური აქტივობა;
·         არასკმარისი ან ჭარბი სქესობრივი აქტივობა;
·         ყაბზობა;
·         გადაციება;
·         შარდსასქესო სისტემის ანთბითი დაავადებები;
·         დაბალი იმუნიტეტი.

ვეზიკულიტის სიმპტომები
·         საერთო სისუსტე;
·         ტემპერატურის აწევა (37°-მდე);
·         თავის ტკივილი და ციება;
·         საზარდულის, სწორი ნაწლავის, მუცლის ზედა ან ქვედა ნაწილის ცალმხრივი ან ორმხრივი ტკივილი;
·         ტკივილი ეაკულაციისა და დეფეკაციის დროს;
·         შესაძლოა სპერმაში გაჩნდეს სისხლი.
ქრონიკული ვეზიკულიტი ვლინდება რეგულარული ტკივილით მუცლის, საზარდულის ან თეძოს არეში.

დიაგნოსტიკა
·         პაციენტის გამოკითხვა;
·         სისხლის და შარდის საერთო ანალიზი;
·         ულტრა-ბგერითი დიაგნოსტიკა;
·         სათესლე ბუშტუკების ნაცხის დათესვა.

ვეზიკულიტის მკურნალობა
დაავადების მკურნალობა მიმდინარეობს კონსერვატიული მეთოდებით, როგორც წესი, სტაციონარში. ტარდება ანტიბაქტერიალური თერაპია, ფიზიოთერაპია. ინიშნება მასაჟი და ფიზიოთერაპიული პროცედურები.
ოპერაციულ გზას მიმართავენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაჩირქება აღინიშნება. ვეზიკულიტის მკურნალობას ნიშნავს ექიმი-ანდროლოგი ან უროლოგი.

საშიშროება
თუ არ მოხდება დაავადების მკურნალობა, შესაძლოა განვითარდეს შემდეგი გართულებები:
·         ინფექციის გავრცელება (იწვევს სხვა პათოლოგიებს, მაგალითად ქრონიკულ ეპიდიდიმიტს);
·         პოტენციის დარღვევა;
·         უნაყოფობა.

რისკის ჯგუფი
·         ნაკლებ მოძრავი ცხოვრების წესის მქონე პირები;
·         შარდსასქესო სისტემის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები;
·         უწესრიგო სქესობრივი კავშირების მქონე პირები.

პროფილაქტიკა
·         ჯანსაღი ცხოვრების წესი;
·         რეგულარული სქესობრივი ცხოვრება;
·         ინფექციური დაავდებების თანამედროვე მეთოდებით მკურნალობა;
·         იმუნიტეტის გაძლიერება.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ოსტეოქონდროზი

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ